» » რობერტ ლევანდოვსკი: ჩვენ ვართ ბაიერნი და მხოლოდ გამარჯვება გვსურს

რობერტ ლევანდოვსკი: ჩვენ ვართ ბაიერნი და მხოლოდ გამარჯვება გვსურს

17-10-2016, 20:13 LEV4NI სიახლეები 0

რობერტ ლევანდოვსკი: ჩვენ ვართ ბაიერნი და მხოლოდ გამარჯვება გვსურს
15 ოქტომბერს ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში დაკარგული ქულების შემდეგ ბაიერნმა სრული კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგისკენ მიმართა, ოთხშაბათს ბავარიელები ჰოლანდიის ჩემპიონ პსვ-ს საშინაო არენაზე დაუპირისპირდებიან.

ბოლო სამი წარუმატებელი მატჩის შემდეგ აშკარაა რომ ბაიერნს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მხოლოდ გამარჯვება მართებს.

რობერტ ლევანდოვსკი: „ვაანალიზებთ რომ ჩვენს მიერ ჩატარებული ბოლო მატჩები არ იყო კარგი, ახლა კი გვსურს რომ საკუთარ კედლებში მოვიპოვოთ სამი ქულა. პსვ-სთან გასამართ მატჩს ყველა ძალიან მოტივირებული ვხვდებით, ვიცით რომ მათ ფეხბურთის თამაში მშვენივრად შეუძლიათ თუმცა ჩვენ ბაიერნი ვართ და საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მხოლოდ გამარჯვების მოპოვება გვსურს.“

„გუნდის თითოეული წევრის უმთავრესი მიზანი გამარჯვებაა, ვიცით თუ რამდენი ქულა გვაქვს და რამდენია საჭირო წარმატების მისაღწევად, ჯგუფურ ეტაპზე კიდევ რამდენიმე მატჩი გვაქვს ჩასატარებელი რომელთაგან ყველა მნიშვნელოვანია."

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ბაიერნმა სტუმრად მადრიდის ატლეტიკოსთან მინიმალური ანგარიშით დათმო შეხვედრა, მიუხედავად ამისა ფეხბურთელებს კარგი შანსი აქვთ რომ მომდევნო ეტაპის საგზურისთვის დიდი ნაბიჯი გადადგან თუ ისინი ჰოლანდიელთა დამარცხებას შეძლებენ.

შეგახსენებთ რომ მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩს პსვ-ს წინააღმდეგ ოთხშაბათს თბილისის დროით 22:45 საათზე გამართავს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.