» » მომავალი მეტოქე: მ’გლადბახის ბორუსია

მომავალი მეტოქე: მ’გლადბახის ბორუსია

21-10-2016, 15:55 LEV4NI სიახლეები 0

მომავალი მეტოქე: მ’გლადბახის ბორუსია
22 ოქტომბერს ბუნდესლიგის მერვე ტურის მატჩში მიუნხენის ბაიერნი ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს მ’გლადბახის ბორუსიას უმასპინძლებს.

ყველასათვის ცნობილია რომ ხსენებულ გუნდებს შორის გამართული მატჩების უმეტესი ნაწილი ბაიერნს აქვს მოგებული თუმცა გლადბახელთა სასახელოდ უნდა ითქვას რომ ბოლო პერიოდში რეკორდმაისტერს მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან უჭირს, ამ ყველაფერზე ისიც მეტყველებს რომ ბოლო ხუთი ოფიციალური მატჩიდან ბაიერნმა გლადბახს ვერც ერთი ვერ მოიგო (3 ფრე და 2 მარცხი)

შაბათს მიუნხენის ბაიერნი და მ’გლადბახის ბორუსია ერთმანეთს მეასედ დაუპირისპირდებიან, აქამდე გამართული 99 მატჩიდან 48 ბაიერნმა მოიგო (48.5%), 29 ფრედ დასრულდა(29.3%), 22 მატჩში კი გამარჯვება მ’გლადბახმა მოიპოვა (22.2%)

აღსანიშნავია რომ ბაიერნი მომავალ მეტოქეს გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობითაც ჯაბნის, მიუნხენულმა გრანდმა გლადბახის კარი 196-ჯერ აიღო საპასუხოდ კი 131 მიიღო.

შაბათს გასამართ დაპირისპირებას გუნდები მშვენიერ განწყობაზე ხვდებიან, საქმე იმაშია რომ ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში ორივე გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ბავარიელებმა საკუთარ სტადიონზე პსვ-ს უმასპინძლეს და ანგარიშით 4:1 დაამარცხეს, რითაც სამ მატჩიან მოუგებელ სერიას წერტილი დაესვა. რაც შეეხება გლადბახს მათ შეძლეს და სელტიკი გლაზგოში ორბურთიანი უპირატესობით დაამარცხეს.

ბუნდესლიგის 2016/17 წლების სეზონში მიუნხენის ბაიერნს მარცხი ჯერ კიდევ არ განუცდია, ლიდერის პოზიციაზე მყოფმა ბავარიულმა კლუბმა ჩატარებული 7 მატჩიდან 5 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. ამ მხრივ მ’გლადბახის სიტუაცია განხვავებულია, გათამაშების ცხრილში 11 ქულით ისინი მეცხრე ადგილს იკავებენ, 7 გამართული მატჩიდან კი მხოლოდ სამი მოიგეს და ორიც ფრედ დაასრულეს.

შაბათს მიუნხენის ბაიერნს კვლავ დააკლდება ფრანკ რიბერი თუმცა სასიხარულოა მის შესახებ გავრცელებული ბოლო ინფორმაცია რომლის თანახმადაც მისი ტრავმა სერიოზული არ არის და უახლოეს მომავალში ფრანგი მინდორს ისევ დაუბრუნდება.

მ’გლადბახის ბორუსიას ბაიერნთან დიდი დანაკლისით მოუწევს დაპირისპირება, რადგან სხვადასხვა სახის მცირე დაზიანებები კრისტენსენს, აზარს, ჯონსონს, რაფაელს და შულზს აღენიშნებათ.

შეგახსენებთ რომ მატჩი 22 ოქტომბერს თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.