» » დაიჯესტი თომას მიულერთან

დაიჯესტი თომას მიულერთან

29-10-2016, 05:05 dachi8 ინტერვიუ 0

დაიჯესტი თომას მიულერთან
„ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა თომას მიულერმა ცნობილ სპორტულ ინტერნეტ გამოცემა GOAL-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, გთავაზობთ მის შემოკლებულ ვერსიას.


ჟურნალისტი: - გუნდის განწყობა და მენტალიტეტი ბოლო დროს ცხელი თემა იყო ბავარიაში. როგორ გადაიტანეთ ეს განხილვები?

მიულერი: 3 თამაშის მიყოლებით მოგება ვერ შევძელით, რა თქმა უნდა ასეთი სიტუაცია ბავარიაში ხშირად არ ხდება და არც უნდა ხდებოდეს. ყველანი ვეძებდით ამის მიზეზს. ამის გარდა გუნდის შიგნით ბევრს ვლაპარაკობთ ამაზე. მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ასეთი წვრილმანების გარჩევას სახალხოდ არ დავიწყებთ, რაც შეეხება გუნდის განწყობას თითოეული შევთანხმდით ამაზე, რომ განწყობა არ გვივარგოდა. ამგვარად, კრიზისზე თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ერთი და იგივე მოსაზრება, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ გუნდი მუშაობს და ჩვენს პრობლემებს ერთად ვწყვიტავთ.

- კარლო ანჩელოტის წიგნში ისეთი ტოპ-ვარსკვლავები, როგორიცაა კრიშტიანუ რონალდუ და ზლატან იბრაგიმოვიჩი, რთულ სიტუაციებში მისი პრაგმატული დამოკიდებულებით აღფრთოვანებულნი არიან. შეგიძლიათ ამის დადასტურება?

მიულერი: მას შეუძლია უკომპრომისო იყოს, რაც აბსოლუტურად სწორი მიდგომაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას იმის განცდა უჩნდება, რომ უკანასკნელ წვეთამდე გამბედაობა აკლია. მაგრამ მთლიანად ასე არ ხდება, რომ ის მაშინვე ყვირილს იწყებდეს, როდესაც მატჩის მიმდინარეობა და ანგარიში არ მოსწონს. ის გარკვეულ საკითხებში მობილიზებულია და ცდილობს სილის გაწნის მაგივრად თავდაჯერება შეგმატოს. ამის დადასტურება შემიძლია. ეს ნამდვილად სწორი გზაა.


- ანჩელოტი თქვენთან მხოლოდ ფეხბურთზე არ ლაპარაკობს, სხვა საკითხებზეც მსჯელობთ. გეხმარებათ თქვენ ეს?

მიულერი: პრინციპში ეს მინდორზე უნდა გადავწყვიტოთ. შენ შეგიძლია თავისუფლად ილაპარაკო რაც გსურს, რაც შესაძლოა ადამიანებთან ურთიერთობისათვის კარგია, რამაც შედეგად მუშაობა უნდა გააუმჯობესოს. გადამწყვეტ ფაქტორს ის წარმოადგენს, რაც მინდორზე ხდება.

-იქ ყველაფერი წამყვან ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. ვინ არის გასახდელში ორატორი?

მიულერი: როგორც წესი, ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ წამყვან ფეხბურთელებთან და კაპიტნებთან. მაგალითად მათ რიცხვში ფილიპ ლამი და მანუელ ნოიერი უნდა მოვიაზროთ. ამის გარდა მეც ბევრი რამ გამოვიარე. ჩვენ რეგულარულად ვცვლით ხოლმე აზრებს ერთმანეთში და დამატებით იდეებს ვიღებთ შედეგად. ზოგჯერ საკუთარ საქმეში ნაკლს ვერ ხედავ, ამიტომ მნიშვნელოვანია სხვისი შეხედულებაც.

- გასახდელში ოლივერ კანი ალფა მამაკაცად გვევლინებოდა. ახალგაზრდა ბასტიან შვაინშტაიგერი იქ ერთხელ პირსახოცის გარეშე დარჩა (ავტ. შენიშვნა - ის ოლვერ კანმა აიღო) დაშვებულია მიულერისათვის და ლამისთვის მსგავსად თავისი მნიშვნელობის ჩვენება?

მიულერი: უპირველეს ყოვლისა, თითოეულს თავისი საკუთარი პირსახოცი უნდა გააჩნდეს, რეზერვიც საკმარისი გვაქვს. არ ვიცი ადრე როგორ ხდებოდა. როდესაც მე ჩემს პროფესიონალურ კარიერას ვიწყებდი, უკვე ბევრი რამ იყო შეცვლილი. გამოცდილ ფეხბურთელებს ახალგაზრდა ფეხბურთელები ყოველთვის თან დავყავდით. თუ მოედანზე გახვიდოდი, ადვილად იქნებოდი მიღებული. ახალგაზრდებს დახმარება სჭირდება და არა ზემოდან ვიღაცის ზეწოლა. მაშინ დროც სხვა იყო. მიმაჩნია, რომ ეს ის საკითხებია, რომლებიც საზოგადოებაშიც ცვლილებას განიცდის.

- თქვენ ვინ დაგეხმარათ ახალგაზრდობაში?

მიულერი: მაშინ კაპიტანი მარკ ვან ბომელი იყო, რომელიც ახალგაზრდა ფხბურთელებზე ზრუნავდა, როგორებიც, მე და ხოლგერ ბადშტუბერი ვიყავით, ან არიენი. მაგალითად, მარკთან ერთად ჩვენ ერთ მაგიდაზე ვსადილობდით. ასევე, ნაციონალური გუნდის ფეხბურთელებთანაც დიდ დროს ვატარებდი - ბასტისთან და ფილიპთან ერთად.

- თქვენი დებიუტი იურგენ კლინსმანის ხელმძღვანელობით შედგა, ხოლო, ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით თქვენ გუნდის ძირითადი ფეხბურთელი გახდით. ვინ იყო თქვენთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი დამრიგებელი?


მიულერი: როდესაც სიტყვა მნიშვნელოვან დამრიგებელს ეხება არ შემიძლია არ გავიხსენო ლუი ვან გაალი. რა თქმა უნდა მე უკვე ვთამაშობდი ბუნდესლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზეც კლინსმანის ხელმძღვანელობით, მაგრამ ლუი ვან გაალი პირველი მწვრთნელი იყო, რომელსაც მუდმივად ჩემი იმედი გააჩნდა. ფეხბურთელებისათვის მათი კარიერის განმავლობაში ყოველთვის რთულია მწვრთნელებზე საუბარი. მე უკვე რამოდენიმეჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ვან გაალი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დამრიგებელი იყო. იმ დროს იმ ასაკში ვიმყოფებოდი, როდესაც თანადგომას ვსაჭიროებდი (იცინის).

- რა შეიცვალა მას შემდეგ თქვენს თამაშში?

მიულერი: კარგი კითხვაა. რა თქმა უნდა, ახლა უნდა ვიცოდე 7 წლის წინ ეს როგორ იყო და ამასთან საკმაოდ რთულია გავიხსენო თუ რა იყო 3 წლის წინ. ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის ვცდილობ იმ საკითხებზე ვიმუშაო, რომლებიც გუნდური ვარჯიშების ფარგლებს გარეთ ხდება. ეს რამოდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. არის პერიოდები, როდესაც პრობლემები გაქვს, პატარა იარები, შემდეგ კი საქმე მხოლოდ იმას ეხება, რომ ფორმაში იყო.


- თქვენ არასტანდარტულ მოთამაშედ გთვლიან, რომელიც სივრცეებს ეძებს (Raumdeuter).

მიულერი: ტერმინი სივრცის მკვლევარი (Raumdeuter) ოდესღაც ერთ-ერთ ინტერვიუში გამოვიყენე და მას შემდეგ განუყოფელი გახდა ჩემგან. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემს თავს არ ვთვლი განსაკუთრებულად და ამოუცნობად. ფეხბურთში არის საშიში ზონები და თუ თამაშით ხარ დაკავებული, მაშინ იცი, თუ რა მოუტანს მოწინააღმდეგის დაცვაში პრობლემებს. ხშირად ეს საჭირო დროს თავისუფალ ზონებში შეჭრებია. ეს ყოველთვის ჩემი ძლიერი მხარე გახლდათ. ჩემი პოზიციური თამაში ბურთის გარეშე დროის თავისუფალ ინტერვალებში და სიღრმეში შესვლები.

- იზიარებთ ფართოდ გავრცელებულ იმ მოსაზრებას, რომ თქვენ ჩვეულებრივი მოთამაშე არ ხართ?

მიულერი: ჩემს თავს არაჩვეულებრივ ფეხბურთელად ვერ დავახასიათებდი. ერთადერთი რაც არაჩვეულებრივია ეს ჩემი თვისებების ერთობლიობაა, თუ თქვენ ინდივიდუალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს შეხედავთ. თუმცა, კარგი ტექნიკის მიღმა დრიბლინგი ჩემი ძლიერი მხარე არაა. უჩველო ისაა, რომ ჩემი ნაკლოვანებების მიუხედავად, მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერად ვიქეცი. ეს ის საკითხია, რომელიც გასაგებად არავის არ მოსწონს. ვფიქრობ, რომ ამგვარი ტიპის ფეხბურთელი კი არ არის გასაოცარი, არამედ ის, რომ ასეთი ფეხბურთელი ამ დონეზე თამაშობს და არა „ბუნდესლიგის ნორმალურ გუნდში", და რომ ის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ხდება და ამგვარი ისტორიები.

- სინამდვილეში, რა აძლიერებს თომას მიულერს?

მიულერი: უკვე შევეცადე ამეხსნა. საქმე პოზიციურ თამაშს ეხება, მოქმედების სისწრაფეს, ამტანობას, სულის სიძლიერეს იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობების გჯეროდეს და იმის გათავისება თუ რა არის საჭირო გუნდის წარმატებისთვის.

2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..