» » 7 ფაქტი რობერტ ლევანგოლსკის შესახებ

7 ფაქტი რობერტ ლევანგოლსკის შესახებ

4-11-2016, 00:32 dachi8 მთავარი ამბები 0

7 ფაქტი რობერტ ლევანგოლსკის შესახებ
„ბავარიაში" კვლავ „ლევანდოვსკის დღეებია" დამდგარი. პოლონელმა ფორვარდმა ბოლო 4 შეხვედრაში 2 დუბლი გაიფორმა და მიუნხენელების ბოლო 5 გოლის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა – 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა.

- „წინა კვირას დასვენების საშუალება მომეცა, ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. ახლა შესანიშნავად ვგრძნობ თავს", - განაცხადა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირმა. თომას მიულერმა კი ლაკონურად დაასრულა: „უბრალოდ მას ეს შეუძლია".

შაბათის მატჩის წინ „ჰოფენჰაიმთან" fcbayern.com-მა რამოდენიმე ფაქტი შეაგროვა რობერტ ლევანგოლსკიზე:

1) არც ერთ სხვა კარში არ გაუტანია ისე ხშირად, როგორც „ჰოფენჰაიმის" გოლკიპერის - ოლივერ ბაუმანის კარში - 12 ჯერ;

2) „ჰოფენჰაიმთან" ბოლო 3 გოლი რობერტის ანგარიშზეა. მთლიანობაში 4 შეხვედრაში „ბაიერნსა" და „ჰოფენჰაიმს" შორის ლევანდოვსკის 6 გოლში აქვს მიღებული მონაწილეობა (4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა);

3) მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ 15 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. ბოლო 17 თამაშში (კლუბთან და ეროვნულ ნაკრებში) მას 19 გოლი აქვს გატანილი;

4) „ბავარიის" მაისურით რობერტს 115 მატჩში 80 გოლი აქვს გატანილი;

5) ჩემპიონთა ლიგაზე 56 თამაშის შემდეგ, ლევანდოვსკი ლიონელ მესის მაჩვენებლებს გაუტოლდა - 36 გოლი;

6) ბოლო მატჩში „პსვ"-თან (2:1) მან 8-ჯერ დაარტყა კარში - პირადი რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე!

7) იმავე შეხვედრაში მან 3-ჯერ კარის კარკასს გაარტყა ბურთი - ასეთი რამ ჩემპიონთა ლიგაზე ერთ ფეხბურთელზე ჯერ არ დაფიქსირებულა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.