» » Goal: იულიან ნაგელსმანს წარმატების იმედი აქვს

Goal: იულიან ნაგელსმანს წარმატების იმედი აქვს

4-11-2016, 13:49 TOTALMAN ანონსი 0 39

ჰოფენჰაიმის მთავამა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, ცნობილ სპორტულ ინტერნეტ-პორტალ Goal-თან ინტერვიუში ბუნდესლიგის X ტურის გასვლით შეხვედრაზე ისაუბრა. 29-წლის სპეციალისტის მოსაზრებით ბაიერნთან წარმატების მიღწევა შესაძლებელია, თუ ჰოფენჰაიმი თავის თამაშს ითამაშებს და მოწინააღმდეგის შეცდომებს გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ X ტურში ჰოფენჰაიმი სტუმრად მიუნხენს ეწვევა. ამ მომენტისთვის რეკორდმაისტერი სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე იმყოფება 23 ქულით, ხოლო რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს იულიან ნაგელსმანის შეგირდები მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლები არიან და სატურნირო ცხრილის 3 საფეხურზე იმყოფებიან.

"ვეცდებით ბაიერნი შეცდომებზე გამოვიჭიროთ. ბუნდესლიგაში ყველა შეხვედრაში შესაძლებელია წარმატების მიღწევა, ამისთვის საჭიროა იღბლიანი დღე გვქონდეს, ხოლო ბაიერნს პირიქით. რეკორდმაისტერთან წარმატების გასაღები საკუთარი ფეხბურთის თამაშია", - ნაგელსმანის სიტყვებს ციტირებს Goal.

მიუნხენის ბაიერნსა და ჰოფენჰაიმს შორის დაპირისპირება 5 ნოემბერს თბილისის დროით 18:30 საათზე გაიმართება ალიანს არენაზე.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..