» » ბაიერნი მომდევნო მატჩს განსხვავებული მაისურით ჩაატარებს

ბაიერნი მომდევნო მატჩს განსხვავებული მაისურით ჩაატარებს

5-11-2016, 01:42 LEV4NI სიახლეები 0

ბაიერნი მომდევნო მატჩს განსხვავებული მაისურით ჩაატარებს
5 ნოემბერს მიუნხენის ბაიერნი ბუნდესლიგის მეათე ტურის ეგიდით ჰოფენჰაიმს საშინაო არენაზე დაუპირისპირდება, შეგახსენებთ რომ ჰოფენჰაიმი არის გუნდი (ბაიერნთან და ლაიპციგთან ერთად) რომელსაც გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მარცხი ჯერჯერობით არ განუცდია.

საინტერესოა რომ ბავარიული კლუბი აღნიშნული მატჩისთვის მოედანზე განსხვავებული მაისურით გავა. ‘ადიდასის’ მიერ წარდგენილი ფორმა მალდივის სანაპიროდან მოგროვებული ნარჩენების გადამუშავების შედეგია რომელიც საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურება.

მაისური რომლითაც ხვალ ბაიერნი მოედანზე გამოვა გარკვეულ დატვირთვას ატარებს, ფორმის საყელურზე შემდეგი წარწერაა: For the oceans. (ოკეანეებისთვის). ბაიერნისა და ადიდასის ლოგოები კი წითელ ფორმაზე უფრო მუქი ტონალობის წითელ ფერში იქნება დატანილი რაც ეკო-მეგობრული პროცესის ნიშანია.

პრესკონფერენციაზე აღნიშნული ფორმისა და პროექტის შესახებ ხაბი ალონსომ ისაუბრა: „ბავშვობის უდიდესი ნაწილი ესპანეთის სანაპიროებზე მაქვს გატარებული, ძალიან ბედნიერი ვარ რომ აღნიშნულ პროქეტში მონაწილეობას მივიღებ და ვითამაშებ მაისურით რომელიც ოკეანის დაცვას ემსახურება. მე ვიცი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ყოველივე“

აღსანიშნავია რომ აღნიშნულ პროექტს მიუნხენის ბაიერნის არცერთმა პარტნიორმა ხელი არ შეუშალა და უფრო მეტიც ისინი სიამოვნებით დათანხმდნენ ზემოთ ხსენებული პროექტის განხორციელებას.

აქვე გეტყვით იმასაც რომ პროქეტი საკმაოდ ცნობილი ორგანიზაციის ‘Parley for the Oceans’-ის იდეაა და ის მსოფლიო ოკეანის დაცვას ემსახურება.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.