» » რუმენიგე: რიბერი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია

რუმენიგე: რიბერი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია

7-11-2016, 15:01 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 0

რუმენიგე: რიბერი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია
"ბავარიის" აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გუნდის ნახევარმცველის ფრანკ რიბერის მიმართ ქება აი დაიშურა, როდესაც მას ფრანგ ნახევარმცველთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეკითხნენ.

„რიბერი „ბავარიაში" მნიშვნელოვან როლს ასრულებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის გუნდს 2007 წელს შეუერთდა, მაშინ როდესაც სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს ვიკავებდით და უეფას თასის გათამაშებაში ვიღებდით მონაწილეობას, რიბერი - ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა, რომლის დამსახურებაც დიდია იმაში რომ წლებია ასეთ წარმატებას მივაღწიეთ. შესაბამისად, რიბერი - ეს ის ფეხბურთელია, რომლის თამაშითა და მიღწევებით „ბავარია" მისი მადლობელია".

ადრე გახდა ცნობილი, რომ „ბავარია" რიბერისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას 2019 წლამდე აპირებდა, მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ფრანკ რიბერიმ თავისი მოლოდინი გააზიარა ბუნდესლიგის მე-11 ტურის მატჩზე დორტმუნდის „ბორუსიასთან" . ფრანგ ფეხბურთელს ეჭვიც არ ეპარება, რომ კარლო ანჩელოტის შეგირდებს აღნიშნულ მატჩში იოლი ბრძოლა არ ელოდება, მაგრამ იცის თუ როგორ უნდა მოუგოს აღნიშნულ მოწინააღმდეგეს.

-„ბორუსიასთან" თამაში მეტად საინტერესო იქნება. ვითავისებთ ამ მატჩის მნიშვნელობას. ასეთ თამაშებში დიდ ზეწოლას გრძნობ. თუმცა „ბორუსიას" წინააღმდეგ „ბავარიამ" უბრალოდ ისევ ისე უნდა ითამაშოს, როგორც ადრე თამაშობდა".

რეკორდმაისტერი „ბორუსიასთან" მატჩს 19 ნოემბერს ჩაატარებენ. დორტმუნდის მოედანზე.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.