» » კომანი ბაიერნს 2 თვით დააკლდება

კომანი ბაიერნს 2 თვით დააკლდება

11-11-2016, 17:11 LEV4NI სიახლეები / მთავარი ამბები 0

კომანი ბაიერნს 2 თვით დააკლდება
საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე მიღებული ტრავმის შემდეგ გაირკვა რომ მიუნხენის ბაიერნს ახალგაზრდა ფრანგი ვინგერი 2 თვის განმავლობაში ვერ დაემარება.

კინგსლი კომანი ბავარიის დედაქალაქში გუშინ დაბრუნდა და სრულფასოვანი გამოკვლევა ჩაიტარა რის შედეგადაც გაირკვა რომ 20 წლის ვინგერს მუხლი აქვს დაზიანებული. ამის გამო ფეხბურთელს ორ თვიანი უქმობა მოუწევს.

დიდიე დეშამმა კინგსლი კომანი შვედეთისა და კოტ’დიუარის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის გამოიძახა თუმცა ზემოთ ხსენებული გარემოების გათვალისწინებით ის ვერცერთ მათგანში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ რომ კინგსლი კომანი მიუნხენის ბაიერნს 2015/16 წლების სეზონის დაწყებამდე იჯარის წესით ტურინის იუვენტუსიდან შეუერთდა. გასული სეზონი პეპ გვარდიოლას მეთაურობით მისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა თუმცა აშკარაა რომ კარლო ანჩელოტის მიერ დამოძღვრილ გუნდს კინგსლი კომანი ჯერჯერობით იდეალურად ვერ შეეწყო.

ასევე ცნობილია რომ სხვა სახის დაზიანება აღენიშნება ბაიერნის ბასკ უკანახაზელს ხავი მარტინესსაც თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გაცილებით უკეთესადაა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მარტინესი სრულფასოვან ვარჯიშებს მომდევნო კვირიდანვე დაიწყებს.

შეგახსენებთ რომ რეკორდმაისტერი მომდევნო ტურის მატჩს ბუნდესლიგის ეგიდით დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგ სიგნალ იდეუნა პარკზე გამართავს, მატჩი 19 ნოემბერს თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..