» » ანჩელოტი სერჟ გნაბრით დაინტერესდა

ანჩელოტი სერჟ გნაბრით დაინტერესდა

13-11-2016, 15:15 dachi8 სიახლეები 0

ანჩელოტი სერჟ გნაბრით დაინტერესდა
“ბავარიის“ მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ბრემენის „ვერდერის“ ნახევარმცველით სერჟ გნაბრითაა დაინტერესებული. თვითონ გნაბრი კლუბის შესაძლო გამოცვლაზე კომენტარს არ აკეთებს.

„ბაიერნში“ გადასვლა? - ამის შესახებ სათქმელი არაფერი მაქვს“ - გნაბრის სიტყვებს ციტირებს ცნობილი სპორტული გამოცემა Bild.

სერჟ გნაბრი ლონდონის „არსენალიდან“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადმოვიდა გერმანულ კლუბში და მისი კონტრაქტი ბრემენის „ვერდერთან“ 2020 წლამდეა გათვლილი, თუმცა მას კლუბის დატოვება შეუძლია განსაზღვრული თანხით.

სანაკრებოების საკვალიფიკაციო ეტაპზე იოაჰიმ ლიოვმა ახალგაზრდა ნახევარმცველი ძირითად გუნდში მიიწვია, სადაც გერმანიის ეროვნული ნაკრები სან-მარინოს ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 8-0 დაამარცხა, აქედან 3 გოლი სერჟ გნაბრის ანგარიშზეა, სადაც ნიჭიერმა გერმანელმა სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მატჩის შემდეგ „არსენალი“ და „ვერდერი“ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ერთმანეთს სერჟ გნაბრის შესახებ გამოეხმაურნენ:

ტვიტერში „ვერდერმა“ მოკლედ აღწერა სერჟ გნაბრის დაწინაურება გერმანიის ნაკრებში.

„არსენალის“ პასუხმაც არ დააყოვნა: - „თუ ჩვენ ჰეთ-თრიქზე ვლაპარაკობთ, თუ გახსოვთ ეს“ დაწერა თავის ოფიციალურ ტვიტერზე „არსენალმა“ და პოსტს ის სურათი დაურთო, სადაც რეი პარლორამ 2000 წლის მარტში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში „ბრემენის“ კარში 3 ბურთი შეაგდო, რის შემდეგაც კლუბი ტურნირს გამოეთიშა.

ანჩელოტი სერჟ გნაბრით დაინტერესდა
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.