ოლივერ კანი - ნომერი პირველი (ნებისყოფა. ნ II) » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ოლივერ კანი - ნომერი პირველი (ნებისყოფა. ნ II)

ოლივერ კანი - ნომერი პირველი (ნებისყოფა. ნ II)

17-11-2016, 19:22 LEV4NI თავისუფალი სტატია 0

ოლივერ კანი - ნომერი პირველი (ნებისყოფა. ნ II)
გთავაზობთ ფრაგმენტებს ოლივერ კანის ავტობიოგრაფიული წიგნიდან-ნომერი პირველი. აღნიშნულ წიგნში გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარული მეკარე გვიამბობს იმის შესახებ თუ რას ნიშნავს მისთვის პირველ ნომრად ყოფნა

„ჩემს მიღწევებში ნებისყოფის გარდა დისციპლინის მაღალ დონესაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ამის გამო გავხდი პირველი ნომერი. უსაზღვრო ნებისყოფა მაიძულებს კიდევ უფრო მოწესრიგებული ვიყო და თამაშიც მეტად დავხვეწო. თუმცა ჩემი მიზანი სრულყოფილების მიღწევა სულაც არ გახლავთ. ასეთმა სურვილებმა შეიძლება ჩიხშიც შეგიყვანოს, რადგან სრულყოფილება მიუღწეველია. ჩემი მიზანია, ვისწრაფო სრულყოფილებისკენ და თან ვიცოდე, რომ სრულყოფილება არც თამაშში არსებობს და არც ცხოვრებაში. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა საჭირო არაა. მუშაობა აუცილებელია, რატა კიდევ უფრო უკეთესი გახდე. ჩემს ყოველდღიურ წვრთნას იმ პიანისტივით ვასრულებ, რომელმაც მთელი თავისი ვირტუოზულობის მიუხედავად მშვენივრად იცის, რომ ბახი „გოლდბერგის ვარიაციებს“ სრულყოფილად ვერასოდეს დაუკრავს. ყველაზე დიდი დისციპლინისა და საოცარი ნებისყოფის შემთხვევაშიც კი მხოლოდ ისე შეძლებს დაკვრას, რომ მსმენელს რაღაც მომენტში სუნთქვა შეეკრას.

„შტეფი გრაფმა ერთხელ თქვა, რომ მაშინ გრძნობს თავს ყველაზე კარგად, როდესაც საუკეთესო დარტყმა გამოსდის. ასეთივე განცდა მაქვს მეც. მცირე ხნით თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, მაგრამ სულ ესაა. საუკეთესოდ ვითამაშე, მაგალითად, შოტლანდიაში ჩემპიონტა ლიგის მატჩში „რეინჯერსთან“. დაახლოებით ათი მეტრიდან დარტყმული ბურთი მარჯვენა ხელით ინსტიქტურად დავიჭირე. ან კიდევ 2001 წელს მილანში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ვალენსიას“ წინააღმდეგ, როდესაც ტერთმეტმეტრიანიდან დარტყმული ბურთი ძელისკენ გავუშვი. ხორვატიის ნაკრებთან შეხვედრაში 2004 წელს მარჯვნიდან დაბალი ტრაექტორიით დარტყმული ბურთი მარცხენა ხელით წამებში ძელის იქით გადავაგდე. ამ მომენტებში ნამდვილად სრულყოფილი ვიყავი, მაგრამ ასეთ რეაქციებს ვერ დააკონსერვებ და ვერც საჭირო მომენტში მოუხმობ.

„სრულყოფილებისაკენ სწრაფვა იმის შეგრძნებასაც მოიცავს, რომ შეცდომებს უშვებ. მშობლებმა მასწავლეს, რომ შეცდომების დაშვება შესაძლებელია, მაგრამ შეცდომებს თუ გაიმეორებ, სულელი ვიქნები. შედომები გეხმარება განვითარებაში და იმაშიც, რომ სრულყოფილება პროცესად აღიქვა.

„სრულყოფილებისკენ სწრაფვა ძალიან დამღლელია და შეიძლება ნევროზული ხასიათიც კი მიიღოს. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ადამიანი მთლიანობაში დაინახო. მაშინ ხვდები, რომ სრულყოფილიადამიანი არ არსებობს.

„ამიტომ ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა, ცოტაოდენი სიმშვიდე რომ შემეძინა. მართლაც არ მაწყენდა ეს თვისება. მაშინ ჩემში არსებული სრულყოფილებისაკენ მუდმივი სწრაფვა ერთგვარად შესუსტდებოდა და მეც უფრო გაწონასწორებული ვიქნებოდი.

„თამაშის დროს თავი რომ დავიწყნარო, ხშირად საღეჭი რეზინა მიდევს პირში. მატჩის წინ საკმარისი მარაგი აწყვია ხოლმე გუნდის საერთო ოთახში მაგიდაზე. ხან ჩავუვლი და ავიღებ, ხანაც არა. საღეჭ რეზინას ჩემზე ისეთივე დამამშვიდებელი გავლენა აქვს, როგორც პატარა ბავშვზე ძილის წინ გულში ჩახუტებულ ნაჭერს. ხშირად მინახავს, როგორ იხუტებს ჩემი შვილი თავის ნაჭერს და წყნარდება. მაჭერი ორი კვირის მერე ნაგვის ურნიდან ამოღებულს ჰგავს, მაგრამ კატარინა მისი გარეცხვის უფლებას არავის აძლევს, მის სუნს უფრთხილდება. მე, მართალია, თამაშის დროს გულში ჩასახუტებელი ნაჭერი არ მაქვს, ჩემს ასაკში ეს უცნაურიც კი იქნებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, საღეჭი რეზინა არსებობს.“

გამომცემლობა-არტანუჯი
წიგნი-ნომერი პირველი
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.