» » როსტოვმა ბავარიას "უშანკა ქუდების" დახურვა ურჩია

როსტოვმა ბავარიას "უშანკა ქუდების" დახურვა ურჩია

22-11-2016, 01:42 dachi8 სიახლეები 0

როსტოვმა ბავარიას
„როსტოვმა“ და „ბაიერნმა“ ერთმანეთში სახუმარო შეტყობინებები გაცვალეს ტვიტერის გვერდზე, მოახლოებულ ჩემპიონთა ლიგის მატჩთან დაკავშირებით, რომელიც 23 ნოემბერს როსტოვში გაიმართება.


„ბავარია“ დაინტერესდა ამინდით როსტოვში და ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე თომას მიულერის გიფი განათავსა, სადაც გერმანელი ვარჯიშზე თოვლიან ამინდში აწეული შორტებით გამოდის. „როგორი ამინდია? საჭიროა თომას მიულერმა უფრო გრძელი შორტები წამოიღოს თან?“ - კითხვით მიმართა როსტოვს ბაიერნმა.

როსტოვმა ბავარიას "უშანკა ქუდების" დახურვა ურჩია


„როსტოვის“ მხრიდანაც პასუხმა არ დააყოვნა: „უფრო თბილად „უშანკა-ქუდებში“ იქნებით“ დაწერა „როსტოვის“ პრეს-სამსახურმა და გვერდზე „ბავარიის“ გუნდური ფოტო განათავსა სადაც ყველა ბავარიელი „უშანკა-ქუდებშია“ გამოჭიმული.

როსტოვმა ბავარიას "უშანკა ქუდების" დახურვა ურჩია


ბავარიელები როსტოვში დანაკლისით მიემგზავრებიან. გუნდს ვერ დაეხმარებიან კომანი, რობენი, ნოიერი, ვიდალი და მარტინესი.

მატჩს როსტოვი-ბაიერნი კი პორტუგალიელ არბიტრთა ბრიგადა განსჯის, არტურო სოარეშ დიაშის მეთაურობით.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.