» » მომავალი მეტოქე: ლევერკუზენი

მომავალი მეტოქე: ლევერკუზენი

24-11-2016, 16:39 LEV4NI სიახლეები 0

მომავალი მეტოქე: ლევერკუზენი
26 ნოემბერს მიუნხენის ბაიერნი ბუნდესლიგის მეთორმეტე ტურის ეგიდით მორიგ საპასუხისმგებლო დაპირისპირებას გამართავს. ალიანს არენაზე რეკორდმაისტერს სამი ქულისთვის ბრძოლაში ლევერკუზენი შეეცილება.

დავიწყოთ იქედან რომ წინა ტურში ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა საკუთარი პოზიციების გამყარება და უფრო მეტიც, ორივე მათგანმა პრინციპული დაპირისპირება დათმო რამაც მიუნხენის ბაიერნს ლიდერობა დააკარგვინა ხოლო ლევერკუზენი კიდევ უფრო დააშორა საპრიზო პოზიციებს.

უკანასკნელი ხუთი მატჩიდან მიუნხენის ბაიერნმა მხოლოდ 2 დაპირისპირება მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ორშიც მარცხი განიცადა, ბურთების შეფარდება 8:6.

ამ მხრივ „ფარმაცევტების“ მდგომარეობა შედარებით უკეთესია, ბოლოს გამართულ 5 დაპირისპირებაში მათ 3-ჯერ გამარჯვება იზეიმეს, ერთი ფრედ დაასრულეს და ერთიც წააგეს.

ლევერკუზენის ბაიერისათვის გასული კვირა წარმატებული გამოდგა რადგან გუნდმა ოფიციალურად გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საგზური, შეგახსენებთ რომ მოსკოვში ცსკა-ს წინააღმდეგ ნათამაშები ფრის მიუხედავად ლევერკუზენმა მაინც მოახერხა და ერთი ტურით ადრე ტოტენჰემის წინააღმდეგ პრინციპულ დაპირისპირებას აზრი დაუკარგა რომელმაც თავის მხრივ მინიმალური ანგარიშით წააგო მონაკოსთან.

ბავარიელებმა კი როსტოვში სენსაციური მარცხი იწვნიეს, დაცვაში დაშვებული უპატიებელი შეცდომების გამო რუსებმა ბაიერნის კარი 3-ჯერ აიღეს და ისტორიულ გამარჯვებასაც მიაღწიეს. ბაიერნის მიერ ბოლოს ჩატარებული მატჩებიდან კი ნათლად ჩანს რომ გუნდს რეაბილიტაცია სჭირდება რომლის შანსსაც ისინი შაბათს საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ მიიღებენ.

უნდა აღინიშნოს რომ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ საკმაოდ დიდი დანაკლისით მოუწევთ თამაში, ბავარიელთა მხრიდან ლაზარეთში კინგსლი კომანი, ხავი მარტინესი, მანუელ ნოიერი, არიენ რობენი და არტურო ვიდალი არიან რომელთა რიგებსაც გუშინ გამართული მატჩის შემდეგ ჟერომ ბოატენგიც შეემატა.

ლევერკუზენს კი შაბათს კევინ ბელარაბი, ლარს ბენდერი, შტეფან კისლინგი და ჯოელ პოიანპალო ვერ დაეხმარებიან თუმცა ამ უკანასკნელის თამაში ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შეგახსენებთ რომ ხსენებული დაპირისპირება შაბათს თბილისის დროით 21:30 საათზე აიღებს სტარტს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..