თომას მიულერი - ფენომენი » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » თომას მიულერი - ფენომენი

თომას მიულერი - ფენომენი

2-12-2016, 15:59 dachi8 სიახლეები 0

თომას მიულერი - ფენომენი
“ბავარიის“ აღმასრულებელმა თავმჯდომარემ კარლ ჰაინც რუმენიგემ ინტერნეტ გამოცემა tz-თან თომას მიულერის მნიშვნელოვნობაზე გაამახვილა ყურადღება.

რიმენიგე მიიჩნევს, რომ თომას მიულერის მნიშვნელობა კლუბისათვის და მთლიანად ნაციონალური ფეხბურთისათვის შეუფასებელია. ამის შესახებ რუმენიგე გამოცემულ წიგნში სახელწოდებით „თომას მიულერი - ფენომენი“ ყვება.

„მიულერი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფეხბურთელია მსოფლიოში. ის დიდი პატივისცემით სარგებლობს. მიულერი - აბსოლუტური ბრენდია. როდესაც ჩვენ 2015 წელს ჩინეთში ვიმყოფებოდით, ვხედავდით, რომ თომას მიულერის გამოჩენისას ხალხი ძლიერ ემოციებს ავლენდა. ამ ქვეყანაში ის ცოტათი ჩინეთის იმპერატორად მოგვევლინა“.

რამოდენიმე დღის წინ კი ბავარიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ედმუნდ შტოიბერმა მსგავსი განცხადება გააკეთა თომას მიულერის შესახებ და განაცხადა, რომ „ბაიერნი“ არასდროს არ დათანხმდება გერმანელი ნახევარმცველის გაყიდვას და რომ გულშემატკივრები ამას კლუბს არასდროს არ აპატიებენ.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.