» » მაინცი 1 - 3 ბაიერნი, კომენტარები

მაინცი 1 - 3 ბაიერნი, კომენტარები

3-12-2016, 03:58 dachi8 სიახლეები 0

მაინცი 1 - 3 ბაიერნი, კომენტარები
“მაინცთან“ ანგარიშით 3-1 მოგების შემდეგ „ბაიერნი“ მინიმუმ შაბათის საღამომდე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
„ბაიერნის“ ფეხბურთელებმა, განსაკუთრებით მატჩის პირველ ნახევარში კარგი თამაში აჩვენეს. „ეს სრულიად დამსახურებული გამარჯვებაა“ - განაცხადა მიუნხენელების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ.


კომენტარები:

კარლ-ჰაინც რუმენიგე: „დღეს ჩვენ ვდომინირებდით მოედანზე, განსაკუთრებით მატჩის პირველ ნახევარში. ეს სრულიად დამსახურებული გამარჯვებაა. გუნდმა და კარლო ანჩელოტიმ ყველას დაანახა თუ რისი შესაძლებლობები აქვთ. თუ მსგავს თამაშს გავაგრძელებთ, კვლავ გვექნება შანსი გერმანიის ჩემპიონობის“.

არიენ რობენი: „უკვე დიდი ხანია არ გვითამაშია ისე, როგორც პირველ ტაიმში. ასეთი თამაშისაგან დიდ სიამოვნებას ღებულობ. ჩვენ ბევრს ვმოძრაობდით და მოწინააღმდეგეს გაკვირვებულს ვტოვებდით. ვფიქრობ, ზუსტად ეს გვაკლდა უკანასკნელ თამაშებში. თამაშის პირველ ნახევარში ჩვენ ძალიან, ძალიან კარგად ვმოქმედებდით და უფრო მეტი უნდა გაგვეტანა. თამაშის მე-2 ნახევარში მაღალი სისწრაფის დემონსტრირება უნდა გვეჩვენებინა, მაგრამ ცოტა მოვუკელით. საჭირო იყო ცოტა ადრე გაგვეხადა ანგარიში 3:1, მაშინ მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა“.

თომას მიულერი: „ჩვენ პირველებმა გავუშვით გოლი, მაგრამ სწრაფადვე დავიწყეთ კარგად გადაადგილება და შეტევა. ჩვენი მხრიდან სისწრაფესა და თამაშის კარგ გაგებას ვდემონსტრირებდით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მე-2 ტაიმში მარტივად ვკარგავდით ბურთს. მთლიანობაში მატჩისგან სიამოვნება მივიღეთ“.

კარლო ანჩელოტი: „რთული თამაში იყო, მაგრამ ჩვენ შევძელით კარგი შედეგის მიღება. ეს მეტად მნიშვნელოვანია. პირველ ტაიმში კარგად ვკომბინირებდით მოწინააღმდეგის ნახევარზე. მე-2 ტაიმში „მაინცმა“ დიდი ზეწოლა განახორციელა, ამიტომაც უფრო გაგვირთულდა“.

იუნუს მალი: („მაინც 05“): პირველივე წუთებიდან მაქსიმუმამდე ვიხარჯებოდით. „ბაიერნის“ წინააღმდეგ თამაშისას შენ ყველაფერი კარგად უნდა გამოგდიოდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაქვს შესაძლებლობა ქულას მოეჭიდო. სამწუხაროდ დღეს, ეს არ მოხდა“.

მარტინ შმიდტი („მაინც 05“-ის მწვრთნელი): „როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი რთული გამოდგა. ჩვენ ღია თამაშს ვდემონსტრირებდით და ბოლომდე გვჯეროდა მატჩის ფრედ დასრულების“.

ბუნდესლიგის მე-13 ტურის მატჩში მაინცი 1 – 3 ბაიერნი, გოლები საკუთარ ანგარიშზე რობერტ ლევანდოვსკიმ (8’) (90+1’) და არიენ რობენმა (21’) მიითვალეს.

ჰოლანდიელი ვინგერისათვის დღევანდელი თამაში ბუნდესლიგაში საიუბელეო 150-ე აღმოჩნდა, სადაც არიენ რობენი გოლთან ერთად საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.