» » ციხე-სიმაგრე - „ალიანც არენა“

ციხე-სიმაგრე - „ალიანც არენა“

5-12-2016, 23:53 dachi8 სიახლეები 0

ციხე-სიმაგრე - „ალიანც არენა“
"ალიანც არენაზე" „ბავარიამ" ჩემპიპონთა ლიგის 14 მატჩი მიყოლებით მოიგო, ამასთან, საერთო თანაფარდობა გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის - 52:8-ზეა. ასეთი სტატისტიკით არც ერთ ევროპულ გუნდს არ შეუძლია ტრაბახი. „მიუნხენელების" ბოლო წაგება საკუთარ სტადიონზე 2014 წლის 29 აპრილითაა დათარიღებული, მაშინ როდესაც „ბავარიამ" „რეალს" დაუთმო. fcbayern.com-მა მადრიდის „ატლეტიკოსთან" დუელის წინ საინტერესო ციფრები და ფაქტები მოამზადა:


თანაბარი სტატისტიკა
სამშაბათს მე-6 ოფიციალური მატჩი შედგება „ბავარიასა" და „ატლეტიკოს" შორის, 5 შეხვედრიდან 4 თამაში ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში ჩატარდა. ბოლო 3 დუელიდან 2-ში „ბავარიელებმა" მოედანი დამარცხებულებმა დატოვეს, ამ მატჩებამდე ფინალურ ეტაპზე ევროპის ჩემპიონთა თასზე 1974 წელს, „ბავარიამ" თავიდან ფრე ითამაშა 1:1, ხოლო მეორე თამაში, ერთმნიშვნელოვნად თავის სასარგებლოდ წარმართა - 4:0. საერთო სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: 2 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება. თანაფარდობა გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის - 7:4.

პოზიტიური ბალანსი ესპანური გუნდების წინააღმდეგ
„ატლეტიკოსთან" ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშზე „ბავარიას" საშინაო თამაშებში ძლიერი სტატისტიკის წარდგენა შეუძლია ესპანური კლუბების წინააღმდეგ. 17 მოგება, 5 ფრე და მხოლოდ 2 წაგება. პოზიტიურად ჟღერს ასევე საერთო ბალანსიც - 24 მოგება, 12 ფრე და 16 წაგება. მაგრამ: ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 თამაშში, „მიუნხენელები" მხოლოდ 2-ჯერ გამოვიდნენ გამარჯვებულები. დანარჩენ შემთხვევებში დამარცხება განიცადეს.

ლამს შეუძლია კანს გაუტოლდეს
ფილიპ ლამმა ჩემპიონთა ლიგაზე 102 მატჩი ჩაატარა და „ატლეტიკოსთან" ხვალინდელ მატჩში თამაშის შემთხვევაში ის ოლივერ კანის მაჩვენებლებს გაუტოლდება. კაპიტანის რანგში კანის მემკვიდრემ 2 ყვითელი ბარათი მიიღო და ხვალინდელ მატჩში გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დისკვალიფიკაცია ემუქრება, მსგავსი სიტუაცია აქვს ჟერომ ბოატენგსაც.

ეფექტური „ატლეტიკო"
ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონზე „ატლეტიკო" ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩი მოიგო, ეს საუკეთესო მაჩვენებელია კლუბის (ატლეტიკოს) ისტორიაში. ამასთან, ამ შედეგის მისაღებად, მადრიდელებს მხოლოდ 7 გოლის გატანა დასჭირდათ. მხოლოდ „იუვენტუსს" (სეზონი 2004/05) ეყო ამაზე ნაკლები გოლი - 5, იმისათვის რომ 15 ქულა დაეგროვებინა.

„ატლეტიკო" VS გერმანული გუნდები
„ატლეტიკოს" გასვლითი მატჩები გერმანიის სტადიონებზე არ არის შთამბეჭდავი. ევროთასების 17 მატჩში მათ მხოლოდ 5 მოგება აქვთ, 3 ფრე და 9 წაგება, თანაფარდობა გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის კი - 16-23. თუმცა, საერთო ბალანსი გერმანული გუნდების წინააღმდეგ პოზიტიურად გამოიყურება. 37 მატჩში - 18 მოგება, 6 ფრე და 13 წაგება (51:41).

სასტვენთან ფრანგია
სამშაბათს საღამოს მატჩს კლემან ტიუპენი განსჯის. 34 წლის ფრანგი არბიტრისათვის ეს პირველი თამაში იქნება „ბავარიის" მონაწილეობით, ასევე, პირველი მატჩი „ატლეტიკოს" მონაწილეობით.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.