» » რაფინიამ კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა

რაფინიამ კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა

16-12-2016, 20:32 dachi8 სიახლეები 0

რაფინიამ კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა
მიუნხენი, პარასკევი 16 დეკემბერი 2016წ.: “ მიუნხენის „ბაიერნმა“ დღეს მარსიო რაფაელ ფერეირა დე სოუზას, რომლის სათამაშო სახელიც რაფინიაა, კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივა.

31 წლის ბრაზილიელ მცველს კონტრაქტი გერმანულ კლუბთან ამ სეზონის ბოლოს ეწურებოდა, დღეიდან მისი რეკორდმაისტერში დარჩენა 2018 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივდა.

„რაფინია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის მინდორზე, მაგრამ ის ასევე გასახდელშიც ბევრს ნიშნავს და ყველას უყვარს“ - განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

მარჯვენა მცველი „ბაიერნს“ 2011 წლის 1 ივლისს შეუერთდა, მთლიანობაში მან 186 თამაშში მიიღო მონაწილეობა და თავის ანგარიშზე 4 გოლი აქვს გატანილი.

„ძალიან მოხარული ვარ კონტრაქტის გახანგრძლივებით. აქ თითქმის 6 წელია რაც ვიმყოფები და „ბაიერნი“ ჩემი მეორე ოჯახივითაა, ის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია მთელს მსოფლიოში“ - განაცხადა ბრაზილიელ-გერმანელმა მცველმა. „მსურს, ამ კლუბთან ერთად რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო“.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.