» » კომენტარები: დარმშტადტი 0 - 1 ბაიერნი

კომენტარები: დარმშტადტი 0 - 1 ბაიერნი

18-12-2016, 23:54 dachi8 სიახლეები 0

კომენტარები:  დარმშტადტი 0 - 1 ბაიერნი
მატჩის ბედი დუგლას კოსტას გენიალურმა დარტყმამ გადაწყვიტა. „ეს მძიმე მატჩი იყო" - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ. მანუელ ნოიერმა აღნიშნა, რომ გუნდმა საუკეთესო ფეხბურთი არ აჩვენა, მაგრამ დაამატა, „ჩვენ მეტად მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ".

მატჩის შემდგომი კომენტარები:

კარლო ანჩელოტი: „ეს მძიმე მატჩი იყო, „დარმშტადტი" კარგად იცავდა თავს, ჩვენ კი საკმარისად სწრაფად არ ვმოქმედებდით მატჩის პირველ ნახევარში. მეორე ნახევარში ოდნავ გავაუმჯობესეთ თამაში. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ საბოლოოდ გავიმარჯვეთ და პირველ ადგილზე გავედით. ოთხშაბათს „ლეიპციგის" წინააღმდეგ საუკეთესო თამაშის ჩვენებას ვაპირებთ, რისი შესაძლებლობაც გვაქვს".

მანუელ ნოიერი: „საბოლოო სასტვენის შემდეგ შვებით ამოვისუნთქეთ, მეტად მნიშვნელოვანია 3 ქულა რომ მოვიპოვეთ, მაგრამ პირველ ტაიმში როგორც ვთამაშობდით, ეს „ბაიერნის" დონის თამაშისგან შორს იყო. ჩვენ სისწრაფე და სიზუსტე არ გვყოფნიდა გადაცემებში".

მათს ჰუმელსი: „ადვილი არ იყო ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც ასე ღრმად და აგრესიულად იცავს თავს. ჩვენ თვითონ ვირთულებდით საქმეს პერიოდულად. „დარმშტადში" თამაში ყოველთვის რთულია, აქ ძალისმიერად უნდა იბრძოლო და იმ თამაშებში, რაც კი მე მაქვს ნანახი, შემიძლია ვთქვა, რომ ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო აქ ლამაზი ფეხბურთის წყალობით გამარჯვება".

რამონ ბერნდროტი („დარმშტადტ 98-ის" მწვრთნელი): „გვსურდა ისეთი ფეხბურთი გვეთამაშა, რომ გულშემატკივრებს ჩვენით ეამაყათ. ჩვენ ეს მოვახერხეთ, მაგრამ რასაკვირველია ნებისმიერ მწვრთნელს, ქულების აღება სურს. „ბავარიას" სერიოზულად გავურთულეთ საქმე, მაგრამ მათ თითოეულ პოზიციაზე განსაკუთრებული ფეხბურთელები ყავთ. კოსტას წარმოუდგენელმა გოლმა ჩვენი შემართება გატეხა. მას უბრალოდ კი არ გაუმართლა, არამედ მას ეს შეუძლია".

პეტერ ნიმაიერი („დარმშტადტ 98"): „მთელი გულით ვთამაშობდით და მაქსიმუმზე დავიხარჯეთ. სამწუხაროდ ჩვენ წარმოუდგენელი გოლის გამო წავაგეთ. დარწმუნებული ვარ ამ ღამით ჩემი საგოლე მომენტი მოსვენებას არ მომცემს. სხვა კუთხეში უნდა დამერტყა. არავინ არ ელოდა ჩვენ მოგებას, მაგრამ მომავალში კვლავ გვეყოლება მოწინააღმდეგე, რომელთანაც ქულებს მოვიპოვებთ".
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.