» » ფრანც ბეკენბაუერის ბოლო სვეტი BILD-ში

ფრანც ბეკენბაუერის ბოლო სვეტი BILD-ში

25-12-2016, 17:08 dachi8 სხვადასხვა 0

ფრანც ბეკენბაუერის ბოლო სვეტი BILD-ში
ლეგენდარული გერმანელი "ბავარიისა" და ეროვნული ნაკრების მცველი, კაპიტანი და ეროვნული ნაკრების მწვრთნელი BILD-ში თავის მოღვაწეობას ასრულებს, სადაც 34 წლის მანძილზე საფეხბურთო ანალიტიკოსად გვევლინებოდა და საკუთარი სვეტი მიყავდა.
გთავაზობთ კაიზერის ბოლო სვეტს BILD-თვის.

საყვარელო მკითხველებო.

დღეს პირადად თქვენ მოგმართავთ, რადგან ეს სვეტი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ეს ბოლოა, რაც ჩემი სახელით გამოდის BILD-ში 34 წლის შემდეგ. 34 წელი - ეს თითქმის ჩემი ცხოვრების ნახევარია.
როგორც ალბათ უკვე იცით, სექტემბრის დასაწყისში გულის ოპერაცია გადავიტანე. ბად ნოიშტადტ ან დერ ზაალში რამოდენიმე შუნტი გამიკეთეს გულზე. დღეს ჩემი საქმეები ექიმების წყალობით კვლავ კარგად მიდის, იმის თქმაც კი შემიძლია, რომ ძალიან კარგადაც. ჩემი რეაბილიტაცია უკანაა, ჩემი ცხოვრება ოდნავ შევცვალე და უფრო მეტად დავკავდი სპორტით. ჩემს მეგობარს გიუნტერ ნეტცერს, რომელმაც იგივე ოპერაცია გადაიტანა ხუმრობით ვუთხარი, რომ დღეს უფრო მეტად ვარ ვარჯიშით დაკავებული ვიდრე ჩემი საფეხბურთო კარიერის დროს. ჩვენ ორივე ჩემპიონები არ ვყოფილვართ ვარჯიშებზე.


მაგრამ თქვენ იცით, ამ წელს 71 წელი მისრულდება. მთელი ცხოვრება მუდმივ მგზავრობებში მაქვს გატარებული. ახლა დიდ დროს სახლში ვატარებ და ოჯახური ცხოვრებით ვტკბები. ჩემი შვილები იზრდებიან. ჯოელიო 16 წლისაა, ფრანჩისკა 13-ის. ვერც მოასწრებ მიმოხედვას რომ უკვე სახლის დატოვებას მოასწრებენ. ამიტომ მსურს ჩემს მეუღლესთან ჰაიდისთან და შვილებთან ერთად დროის დიდი ნაწილი გავატარო. ამაზე დიდი ბედნიერება ვერც წარმომიდგენია.

ამიტომ გადავწყვიტე ჩემი პროფესიონალური მოღვაწეობა შევამცირო. ამას მიეკუთვნება BILD-ში ჩემი კოლონის დასრულება. ეს ადვილი არ არის 34 წლის შემდეგ.

ეს 1982 წლის ივნისი იყო, როდესაც ჩემი საფეხბურთო კარიერა დავასრულე. მაშინ ჰამბურგში ვთამაშობდი. გერმანიის ჩემპიონები გავხდით, რაშიც დიდად მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან ხშირად ვიყავი ტრავმირებული. გამოსამშვიდობებელი მატჩი ჩავატარე და კითხვის წინაშე აღმოვჩნდი, თუ რას გავაკეთებდი მომავალში.

ორი რამ გავაკეთე: გამოსამშვიდობებელი მატჩიდან თანხა ავიღე (1 მილიონი გერმანული მარკა) ფონდი დავაარსე. ასევე ბილდისგან წინადადება მივიღე საფეხბურთო ექსპერტი გავმხდარიყავი. გამოსამშვიდობებელი მატჩის შემდეგ ჩემი პირველი სვეტი გამოჩნდა BILD-ში, ის ჩემმა კოლეგებმა BILD-ის არქივში ახლა მოიძიეს, მაშინ მას „ბილდის ლიბერო“ ერქვა, და მე ვწერდი „მე კრიტიკული ვიქნები, მაგრამ არასდროს არ ვიქნები არაკეთილსინდისიერი“. ვიმედონებ ამ დაპირებისთვის არ მიღალატია.

ასე დაიწყო ყველაფერი. პირველი სვეტი 1982 წლის 3 ივნისი. ფრანცი „BILD-ის ახალი ლიბეროა“

ფრანც ბეკენბაუერის ბოლო სვეტი BILD-ში



ჩემი პირველი მივლინება მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთში შედგა. BILD-ის რეპორტიორებთან ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდი. მაქს მერკელი, ძველი საკულტო მწვრთნელი, მაშინ იქ იმყოფებოდა და BILD-ში მის გამონათქვამებს ვწერდი. ფრანც-იოზეფ ვაგნერი, რომელიც დღეს შესანიშნავ სტატიებს წერს BILD-ის მე-2 გვერდზე . ჩვენ მუხლჩაუხრელად ვშრომობდით, მაგრამ ამავე დროს ერთად მხიარულად ვატარებდით დროს.

სვეტების ომი: გერმანიის ნაკრების მწვრთნელი ფრანც ბეკენბაუერი და პაულ ბრაიტნერი ნაციონალური გუნდის სწორ კურსზე დავობენ.

ფრანც ბეკენბაუერის ბოლო სვეტი BILD-ში



მადრიდის რეალის ბაზაზე ფეხბურთს ვთამაშობდით. მაშინ ფრანც-იოზეფ ვაგნერს სურდა ფლანგიდან ბურთი ჩაეწოდებინა და ისე დაეცა და გაწვა როგორც „მაისის ხოჭო“ . „ახლა შენ ხვდები თუ როგორი რთულია ეს“ - ვუთხარი მე.

რა თქმა უნდა მეც უნდა მესწავლა თუ როგორ შემექმნა კოლონები. ჩემი სამუშაო BILD-ში მხოლოდ ერთხელ შევწყვიტე, მაშინ გერმანიის ნაკრების მწვრთნელი გავხდი.

და ეს კი ასე მოხდა: საფრანგეთში 1984 წლის ევროზე ჩვენი ნაკრები ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე გავარდა და იუპ დერვალი მაშინდელი ნაკრების მწვრთნელი იძულებული იყო თანამდებობა დაეტოვებინა. მე ჩემი ანალიტიკური მასალა გამოვაქვეყნე და ყველანი ერთად ვისხედით და ვფიქრობდით თუ ვინ შეიძლებოდა ნაკრების მწვრთნელი გამხდარიყო. რიბეკი დაასახელეს (ერიხ რიბეკი 1978-1984 მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა) და ჰელმუტ ბენტჰაუსი, რომელიც მაშინ შტუტგარტთან ერთად ჩემპიონი გახდა.

„მასთან ერთად ფეხბურთელები ალბათ სასკოლო ატესტატს მიიღებენ, მაგრამ მატჩებს ვერ მოიგებენ“, - ვთქვი მე.

„ფრანც, რატომ არ შეგიძლია რომ ეს შენ ითავო“? - მითხრეს BILD-ის თანამშრომლებმა.
ჩემი რეაქცია: „ხომ არ გაგიჟდით?“. და ცოტა ხნის შემდეგ დავამატე: „კარგი, შემიძლია ჩემი თავი ტექნიკურ დირექტორად წარმოვიდგინო 1 წლის განმავლობაში“. მომდევნო დღეს BILD შემდეგი სათაურით გამოვიდა „ფრანცი: მე მზად ვარ!“. მაშინდელი გერმანული ფეხბურთის გაერთიანების პრეზიდენტი ნოიბერგერი მზად იყო დაუყოვნებლივ ემოქმედა, და სანამ რეაგირებას მოვახდენდი, კონტრაქტი უკვე ჩემს მაგიდაზე იდო.


1984 წლის 22 ივნისს ამ სათაურმა ფრანც ბეკენბაუერი გერმანიის ნაკრების მწვრთნელი გახადა

ფრანც ბეკენბაუერის ბოლო სვეტი BILD-ში



და ყველაფერი კარგად აეწყო, არასოდეს არ მინანია ეს გადაწყვეტილება. ჩვენ მსოფლიოს ვიცე - ჩემპიონები გავხდით 1986 წელს და 1990 წელს კი მსოფლიო ჩემპიონები. ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან გადადგომისთანავე ჩემს სვეტს დავუბრუნდი BILD-ში.

ყოველთვის ვცდილობდი გულმოდგინე, ობიექტური და პროფესიონალი ვყოფილიყავი. მაგრამ როდესაც უფრო პატარა ასაკში ვიყავი, ზოგჯერ ჩემი ტემპერამენტი თავს მახსენებდა. მე ტერმინი "Rumpelfüßler" (ცუდი და მოუქნელი ფეხბურთელი) გამოვიგონე. მაგრამ როდესაც მთელი ლიგა, სიტყვიერად „ბავარიის“ წინააღმდეგ წავიდა, მაშინ გავცეცხლდი და მომდევნო დღეს ჩემი გამონათქვამი ბილდში გამოქვეყნდა: „მაშინ მოდით იტალიაში ვითამაშოთ! ყოველი შემთხვევისათვის იქ ამინდი მაინც უკეთესია“.

რა თქმა უნდა ეს სერიოზულად არ მითქვამს, მაგრამ ლიგაში ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო.


2000 წლის 27 ივნისს ფრანცმა პირველად დაწერა "Rumpelfußball"ის შესახებ (უსისტემო ფეხბურთზე), მისი დასკვნა ჯგუფურ ეტაპზე ნაკრების ევროდან გავარდნის შემდეგ.

ფრანც ბეკენბაუერის ბოლო სვეტი BILD-ში



და აი ახლა BILD-თან ჩემი მუშაობის დასასრულს, მე შერეული გრძნობები მომაწვა. რა თქმა უნდა არ შემიძლია დაგემშვიდობოთ ისე, რომ არ გავჩერდე ბრალდებებზე ჩემს მიმართ 2006 წლის „ზაფხულის ზღაპართან“ დაკავშირებით. მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება გერმანიაში არ იყო ნაყიდი. ჩვენ არავის მოსყიდვა არ გვინდოდა და არც მოგვისყიდია.

ყოველთვის მეკითხებიან, რატომ არასდროს არ ვლაპარაკობდი ამაზე სახალხოდ დეტალებში. პასუხი მარტივია: არაფერს კარგს არ გავაკეთებ, თუ რაიმეს ვიტყვი მანამ, სანამ გერმანელი და შვეიცარიელი ორგანოები, რომლებთანაც რა თქმა უნდა მე ვთანამშრომლობ, თავის გამოძიებას არ დაასრულებენ. საჭიროა სამართალდამცავ ორგანოებს პატივი ვცეთ.

მომავალში თქვენ ხშირად დამინახავთ „ბავარიის“ სტადიონზე. თუ თქვენ ჩემი ანალიტიკა და სვეტი წაგიკითხავთ BILD-ში, მადლობას გიხდით თქვენი ინტერესისთვის და რაც მთავარია ჯანმრთელობას გისურვებთ!
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..