» » რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა

რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა

25-12-2016, 22:14 LEV4NI სიახლეები 0

რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა
წინასაახალწლოდ მიუნხენის ბაიერნის ქომაგებისათვის კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა, საქმე ის გახლავთ რომ რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის წლის საუკეთესო მოთამაშე კიდევ ერთხელ გახდა.

პოლონეთში ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მსგავსი სახის გამოკითხვა ყოველწლიურად ტარდება, აღსანიშნავია რომ რობერტი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ხსენებულ ჯილდოს არავის უთმობს.

როგორც ავღნიშნეთ ლევანგოლსკი პოლონეთის წლის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეექვსედ დასახელდა რაც ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ბაიერნის ცენტრ-ფორვარდმა გამოკითხვაში მონაწილე სხვა მოთამაშეები დიდი უპირატესობით დაამარცხა და ქვეყნის საუკეთესო მოთამაშის წოდება საკმაოდ დიდი უპირატესობით მოიპოვა.

პოლონეთის საუკეთესო მოთამაშეების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

1) რობერტ ლევანდოვსკი (მიუნხენის ბაიერნი) - 69 ქულა
2) კამილ გლიკი (მონაკო) – 19 ქულა
3) გრეგორჟ კრეხოვიაკი (პსჟ) – 15 ქულა
4) იაკუბ ბლაშიკოვსკი (ვოლფსბურგი) – 10 ქულა
5) არკადიუშ მილიკი (ნაპოლი) – 10 ქულა
6) მიშელ პაზდანი (ვარშავის ლეგია) – 5 ქულა
7) კამილ გროსიცკი (რენი) – 5 ქულა
8) ლუკაშ ფაბიანსკი (სუონსი) – 3 ქულა
9)ლუკაშ პიშჩეკი (დორტმუნდის ბორუსია) – 2 ქულა

შეგახსენებთ რომ რობერტ ლევანდოვსკიმ მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 13 დეკემბერს გაახანგძლივა რომლის მიხედვითაც ის ბავარიულ კლუბში 2021 წლამდე დარჩება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.