» » ლიოვი: მსოფლიო ჩემპიონატის გაფრთოებას მხარს არ უჭერს

ლიოვი: მსოფლიო ჩემპიონატის გაფრთოებას მხარს არ უჭერს

30-12-2016, 00:04 dachi8 სიახლეები 0

ლიოვი: მსოფლიო ჩემპიონატის გაფრთოებას მხარს არ უჭერს
იოაჰიმ ლიოვი: „მსოფლიო ჩემპიონატის გაფართოება? ტურნირი თავის დონეს დაკარგავს, როგორც ეს ევროზე მოხდა და პორტუგალია ჯგუფიდან მე-3 ადგილიდან გავიდა“.

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვთნელმა თავისი უკმაყოფილება გამოხატა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეების გაზრდის იდეის თაობაზე.

„ფიფა და უეფაა ამაზე პასუხისმგებელი. მათ ზომიერების გრძნობა უნდა მოიპოვონ, რათა სწორი ბალანსი მოიძიონ ტურნირის კომერციულ და სპორტული ნაწილის დაკომპლექტებაში.

თუ გადავხედავთ ბოლო რამდენიმე წელს, ტოპ-ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად უკვე ბოლო ზღვარზე არიან. სიფრთხილეა საჭირო, რომ არ გადავაჭარბოთ დიდი რაოდენობის მატჩებით, ხარისხი არ უნდა დაზარალდეს.

ამის გამო შესაძლებელია გულშემატკივრებმა ზურგი შეაქციონ, ინტერესი კი ჩაქრობას დაიწყებს. როდესაც ასეთი კარგი პროდუქტი გაქვს, როგორიც ფეხბურთია, რაღაც შეზღუდვებზეც უნდა იფიქრო, რომ მაღალი ხარისხი შეინარჩუნო. ამ მომენტისათვის მსოფლიო ჩემპიონატი აბსოლიტურად დაბალანსირებულია.

არ მომწონს ახლანდელი ტრენდი, როდესაც გუნდები თავის ტაქტიკას იცვლიან და შეტევაში არ მიდიან წინ. ტურნირი თავის დონეს კარგავს, როგორც ეს 2016 წლის ევროზე მოხდა, პორტუგალია - ტურნირის ჩემპიონი, ჯგუფიდან მე-3 ადგილიდან გავიდა სულ რაღაც 3 ქულიანი აქტივით“ - განაცხადა ლიოვმა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.