» » სივრცეში დაკარგული

სივრცეში დაკარგული

31-12-2016, 01:09
0106
„ბავარიის“ შეტევების ლიდერს თომას მიულერს ნახევარ სეზონში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი. თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის კრიზისის მიზეზებზე ჟურნალისტი მარკ ბესსონოვი ვრცელ ანალიზს გვთავაზობს.

თომას მიულერმა ყოველთვის იცის, თუ სად უნდა იმყოფებოდეს მინდორზე. მისი პოზიციის არჩევის გრძნობა უბრალოდ შეუდარებელია, ზუსტად აქედან მომდინარეობს მისი შედეგიანობა. ის არ რის გამორჩეული დრიბლინგში, დარტყმაც უკეთესი შეიძლებოდა ჰქონოდა. თითოეულ პოზიციაზე მას რაღაც არ ჰყოფნის და ზუსტად ამაში იმალება მისი საიდუმლო და მთავარი პარადოქსი. ის - სხვებს არ ჰგავს. წარმოუდგენელი ნიჭის პატრონს და შემსრულებელს, სასწაულებრივად შეუძლია თავისი ნაკლოვანებები ღირსებად წარმოაჩინოს და გარდასახოს.

სივრცეში დაკარგული


ფეხბურთელი, რომელიც ერთ პოზიციაზე არაა მიბმული, უნივერსალი და ამავდროულად მოთამაშე - შეზღუდული ფუნქციონალით. თუმცა, მიულერს შესანიშნავად შეუძლია კარში დარტყმა, ერთ-ერთზე მეტოქის მოტყუება და სტანდარტის შესრულება. მისი მთავარი კოზირი - პოზიციის შერჩევაა, და აქ მას ბადალი მსოფლიოში არ ჰყავს.

„ეს ყმაწვილი ჩემთან მუდამ ითამაშებს“ - თქვა ლუი ვან გაალმა, რომელმაც მიულერი მე-2 გუნდიდან ძირითად გუნდში ამოწია. მან იცოდა, თუ რისი მაქნისი იყო ნიჭიერი მიულერი, და ესმოდა, რომ ამგვარი ფეხბურთელები მსოფლიოში თითოეულნი თუ არიან. პატარაობიდანვე გამორჩეული იყო თომასი, „ბავარიის“ საბავშვო გუნდს ერთ სეზონზე მთლიანად 165 გოლი ჰქონდა გატანილი, აქედან თომას მიულერის ანგარიშზე 120 გოლი იყო, წარმოგიდგენიათ? 165 გოლიდან 120 გოლი - პატარა თომასმა გაიტანა

2009/10 სეზონზე ვან გაალმა მიულერი ძირითადში შეიყვანა, სადაც რიბერისა და რობენის შუა, თავდამსხმელის უკან დააყენა, ამ პოზიციაზე ერთმანეთს ივიცა ოლიჩი, მიროსლავ კლოზე და მარიო გომესი ენაცვლებოდნენ. პარადოქსულია, მაგრამ ზუსტად ამ პოზიციაზე არ უთამაშია მიულერს, ის ყველგან იყო... 13 გოლმა და 7 საგოლე გადაცემამ პირველივე სეზონზე იოაჰიმ ლიოვი დააფიქრა და 20 წლის ყმაწვილს ყურადღება მიაქცია, რომელიც 2010 წლის ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზე დიეგო ფორლანთან ერთად საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

პირველ სეზონში ბევრს უჩნდებოდა კითხვა - თუ რაში მდგომარეობდა ამ ყმაწვილის საიდუმლო. 2010 წლის მიწურულს, თომასი სატელევიზიო შოუში მონაწილეობდა სადაც თვითონვე გასცა ამ კითხვას პასუხი:

- Ich bin Raumdeuter, - უპასუხა მან კითხვაზე - თუ რა პოზიციას იკავებდა მიულერი მინდორზე (მე - სივრცეების მაძიებელი ვარ). ამაზე უკეთესად მიულერის ქმედებების დახასიათება შეუძლებელია. თომას მიულერის როლი უბრალო და ამავდროულად წარმოუდგენლად რთულია შესასრულებლად სხვებისთვის. ის მოწინააღმდეგის დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზებს შორის თავსდება - თავისუფალ სივრცეებში მეტოქის კარის წინ.
ხშირად ეს დაახლოებით ამგვარად გამოიყურება:
სივრცეში დაკარგული


გოლების უმეტეს რაოდენობას მიულერი, თავდაპირველად განთავსებულ ხაზებს შორის პოზიციიდან იტანს. ის არ ასრულებს დიდი რაოდენობით გარღვევებს, არ იბრძვის ბურთისათვის. უბრალოდ ფეხით მოძრაობს ზონებს შორის. მცველებს კონცენტრაცია და ყურადღება უფრო მეტად აქტიურ და მოულოდნელად მოძრავ მიულერის პარტნიორებზე გადააქვთ, რომელიც, თითქოს თვითონ ეთიშება თამაშს, თუმცა ყველაზე საჭირო დროს თომასი თავისუფალ სივრცეში იჭრება და გოლს იტანს.

სურათზე: პისარო დაცვას გვერდზე იტყუებს, ხოლო მიულრი თავისუფალ ზონაში იჭრება
სივრცეში დაკარგული


სურათზე: მიულერი თავისუფალ ზონაში იჭრება და გოლიც გააქვს
სივრცეში დაკარგული


ყველაზე ბანალური მაგალითია: მიულერი არსენალთან

და ასევე კიდევ რამოდენიმე მიულერი სივრცეების მაძიებელი

მიულერის ინტელექტუალური თამაში და მისი საუკეთესო თვისება - თამაშის წაკითხვის გვარდიოლას მიერ საკმაოდ დაფასებული იყო. პეპმა მოითხოვა შემტევი ფეხბურთელის პოზიციისთვის მარიო გიოცე შეეძინათ, მაგრამ გერმანული ფეხბურთის „ოქროს ბიჭუნამ“ რამოდენიმე წელი სათადარიგო სკამზე გაატარა და კვლავ დირტმუნდში დაბრუნდა. გვარდიოლა კი „ზაბენერ შტრასაზე“ პირველივე ვარჯიშიდან თომას მიულერის გულშემატკივარი გახდა და ის „ბავარიის“ განლაგებაში ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად გახადა. აღსანიშნავია, რომ მიულერს შეუძლია არა მარტო საკუთარი თავისთვის მოძებნოს მინდორზე თავისუფალი სივრცე, არამედ მას შეუძლია თავისფალი სივრცე პარტნიორებისთვისაც კი შექმნას, ხშირად გვინახავს მიულერი, რომელსაც უკან მცველები მიჰყავს და ამით შეტევაში თავისუფალი სივრცეები იქმნება.

გვარდიოლას დროს თამაშის ეს სისტემა სრულყოფილებამდე იყო დაყვანილი - მინდვრის პატარა მონაკვეთი „ბავარიის“ 4-5 ფეხბურთელით იტვირთებოდა, ამით მოწინააღმდეგის რიგებიდან უმეტეს ფეხბურთელს იზიდავდნენ, რის შემდეგაც ხდებოდა ბურთის მკვეთრი გადაცემა წარმოქმნილ თავისუფალ ზონაში. ამგვარ თამაშში, თომასი თავს ისე გრძნობდა როგორც თევზი წყალში.

გერმანიაში გვარდიოლას მოუწია ცრუ ცხრიანის სქემაზე უარი ეთქვა - მეტად სწორხაზოვან ფეხბურთს ანიჭებდნენ უპირატესობას ბუნდესლიგაში. ასე აღმოჩნდა რობერტ ლევანდოვსკი „ბავარიაში“, მოქმედებდა რა შეტევის წინა ხაზში, მცველების ხაზს კართან ახლოს აფერხებდა, რაც კიდევ უფრო მეტ სივრცეს უტოვებდა თომას მიულერს. მაშინაც კი როდესაც პეპი 2 თავმდამსხმელიან სქემაზე გადადიოდა, თომასი თავისი ფუნქციის შესრულებას განაგრძობდა. ხოლო, როდესაც ლევანდოვსკის მინდორზე გამოსვლა არ შეეძლო და მიულერი შეტევების დამსრულებლის ნომინალურ პოზიიციას იკავებდა, ის მაინც ზონებს შორის მოძრაობდა, ხოლო შეტევაში გიოცე, კომანი და დუგლას კოსტა იჭრებოდნენ.

თუმცა ამგვარი სქემის დროს თომას მიულერის მარგი ქმედების კოეფიციენტი ეცემოდა, მაგრამ მისი ფუნქციები მინდორზე გუნდისთვის კვლავ მნიშვნელოვანი რჩებოდა. ინტელექტუალური თამაშის ხარჯზე ის პირველი იწყებდა დაცვის პრესინგს ბურთის დაკარგვის დროს, პირადად უბლოკავდა სივრცეს გადაცემებისათვის, ხოლო პოზიციურ თამაშზე გადასვლის დროს შეტევაში ორგანიზებას უკეთებდა თავისუფალი ზონების შექმნას. ბოლო სეზონის შედეგებიდან გამომდინარე გულშემატკივრებმა დამსახურებულად აღიარეს თომას მიულერი „ბავარიის“ საუკეთესო ფეხბურთელად.

რა შეიცვალა?

მიულერის პრობლემებმა ჯერკიდევ ევროს დროს იჩინა თავი. ტურნირზე მან ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა და თავისი თავის აჩრდილად მოგვევლინა. ბევრი ამას გუნდიდან კლოზეს წასვლას უკავშირებდა, რომელიც სწორად აკავებდა მოწინააღმდეგის დაცვას ხაზზე და მიულერს საყვარელი ფეხბურთის თამაშის საშუალებას აძლევდა. მარიო გომესს (მითუმეტეს გიოცეს) ასეთი ფოკუსები არ გამოსდიოდათ.

„ბავარიაში“ კარლო ანჩელოტის მოსვლის შემდეგ თომასი სენსაციურად ამოვარდა ძირითადიდან. იტალიელმა სრული თავისუფლება მისცა საყრდენ ზონაში მდგომ ვიდალს და ალონსოს, საუკეთესო დროის ინტერვალი ჩაატარა ტიაგო ალკანტარამ, რომელსაც საშუალება მიეცა თავისი კრეატიული კოზირები გამოეყენებინა. ანჩელოტის ფლანგებმა კი პირიქით მეტად სწორხაზოვნად დაიწყეს თამაში, რამაც თავისუფალი ზონების რაოდენობა შეამცირა. ყველა ამ ზონას „ბავარიის“ სხვა ფეხბურთელები ავსებდნენ და მიულერი ასეთი წყობის შეცვლის გამო უბრალოდ არასაჭირო გახდა. მაგალითისათვის მატჩი „ატლეტიკოსთან“ თომასი კვლავ ქმნის სუფთა სივრცეს მინდვრის შუაგულში, მაგრამ ამ სივრცეში არავინ არ იჭრება, ყველა თავის პოზიციზე მყარად დგომას აგრძელებს.

სივრცეში დაკარგული


პრაგმატულმა ანჩელოტიმ უარი არ თქვა ჩვეულ 4-3-3 სქემაზე. ფლანგის მცველები მუდმივად შეტევაში ერთვებიან, ფლანგის შემტევები კი საჯარიმოში მოძრაობენ და იქ რობერტ ლევანდოვსკის ეძებენ. გვარდიოლას დროს მიულერი ყველაზე ხშირად შეტევის მარჯვენა ფლანგზე გადიოდა და მუდმივად ცენტრში გადანაცვლდებოდა თავისუფალი სივრცეების ძიებაში. ანჩელოტი კი ფსონს ფლანგებზე დებს უფრო სწრაფ და მანევრირებად ფეხბურთელებზე - რობენი, რიბერი, კომანი, კოსტა.

ტოტალური ფეხბურთის ტაქტიკა უკვე წარსულში დარჩა, მაგრამ ასეთი ძვირფასი კადრის ყოლას როგორიც მიულერია თავის გუნდში სიამოვნებით იყოლიებდა ნებისმიერი მწვრთნელი და თავს ბედნიერად ჩათვლიდა. მაგრამ ყველა მწვრთნელმა არ იცის თუ როგორ გამოიყენოს სწორად ის და ყველა მწვრთნელი არ შეცვლის სქემას და არ ააწყობს ერთი ფეხბურთელის გარშემო. 1 გოლი ბუნდესლიგის 13 მატჩში გვაიძულებს ერთი მარტივი დასკვნა გამოვიტანოთ: თომასი - ბრწყინვალე ფეხბურთელია გადაშენების პირას მყოფი პოზიციით. ფეხბურთელი უსაზღვრო პოტენციალით, რომლის თანამედროვე ფეხბურთში გამოყენება ცოტამ თუ იცის.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..