» » კარლო ანჩელოტის პრეს-კონფერენცია დოჰაში

კარლო ანჩელოტის პრეს-კონფერენცია დოჰაში

4-01-2017, 17:17 dachi8 სიახლეები 0

კარლო ანჩელოტის პრეს-კონფერენცია დოჰაში
კარლო ანჩელოტიმ პირველი პრეს-კონფერენცია ჩაატარა დოჰაში, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

ანჩელოტი: - „სავარჯიშო ბანაკი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, გუნდის ფიზიკური მომზადებისათვის სეზონის მე-2 ნახევრის მნიშვნელოვანი თამაშების მოსამზადებლად.“

- „სულმოუთქმელად ველოდები ული ჰიონესთან შეხვედრას. მას შემდეგ რაც ის დაბრუნდა, ყველა თამაში მოვიგეთ“.

- „ძალიან სამწუხაროა, რომ პოლ კლემენტმა დაგვტოვა, მაგრამ ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მისთვის. პოლს წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, ფანტასტიური მწვრთნელი და მეგობარია“.

- „მიულერი ჭკვიანი ფეხბურთელია, ის შესძლებს თავისი პოზიციის მონახვას, თომასი ბევრ თამაშში მიიღებს მონაწილეობას სეზონის მე-2 ნახევარში“.

- „გუნდი მთლიანად დაკომპლექტებულია. არ ვგეგმავთ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე რომელიმე ფეხბურთელის შეძენას“.

ბადშტუბერზე: "თუ ჰოლგერს წასვლა სურს, ჩვენ ამისთვის გახსნილები ვართ, მაგრამ განვიხილავთ მხოლოდ როგორც არენდას".

ვიდალის გარშემო შექმნილ ჭორებზე, რომელსაც „ჩელსისთან“ აკავშირებენ: - „სრული აბსურდია“.

ჟურნალისტის კითხვაზე სეზონის ცუდი პირველი ნახევრის შესახებ: - „ჩვენ ვლიდერობთ ჩემპიონატში!“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.