» » კომანი: "კვლავ ვიღიმი"

კომანი: "კვლავ ვიღიმი"

7-01-2017, 01:00 dachi8 სიახლეები 0

კომანი:
ტრავმის შემდეგ 8 კვირიანი რეაბილიტაციის შემდეგ კინგსლი კომანი დოჰაში ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს და უკვე ბურთით. „შესანიშნავია, რომ „ჩემი მეგობარი“ კვლავ ჩემთანაა, ძალიან მოხარული ვარ“ - განაცხადა 20 წლის ფეხბურთელმა fcbayern.com-თან ინტერვიუსას.

ნოემბრის დასაწყისში კომანმა საფრანგეთის ნაკრების შეკრების დროს მუხლის ტრავმა მიიღო და ტერფიც დაიზიანა. ზუსტად ტერფის დაზიანების გამო მას აგვისტოს თვეში 4 კვირის გამოტოვება მოუწია. „როგორც კი თავი უკეთ ვიგრძენი, ზუსტად მაშინ მივიღე მეორე ტრავმა. ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა“, - მოყვა ახალგაზრდა ვინგერმა.

„ჩემმა ოჯახმა და კლუბმა ყველაფერი გააკეთა რომ დამხმარებოდა. რამოდენიმე დღით საფრანგეთში სახლში დავბრუნდი და ეს ძალიან დამეხმარა. დაბრუნებისთანავე მუხლჩაუხრელად დავიწყე შრომა მინდორზე დასაბრუნებლად, თუმცა ეს ადვილი არ ყოფილა. ახლა ამ გზის დასასრულს ვუახლოვდები და კვლავ ვიღიმი“.

დიდია იმის ალბათობა, რომ კომანი დოჰაში შეკრების პერიოდშივე შეუერთდება საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშებს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..