» » UEFA-ს 2016 წლის სიმბოლურ გუნდში ერთი ბავარიელია

UEFA-ს 2016 წლის სიმბოლურ გუნდში ერთი ბავარიელია

7-01-2017, 23:22
0124
UEFA-მ 2016 წლის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, მათ შორის ერთი ბავარიელია - ჟერომ ბოატენგი, რომელმაც სეზონი კარგად ჩაატარა. 

UEFA-ს სიმბოლური გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე - ჯანლუიჯი ბუფონი
მცველები - სერხიო რამოსი, ჟერომ ბოატენგი, ლეონარდო ბონუჩი, ჟერარდ პიკე
ნახევარმცველები - ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი, ანდრეს ინიესტა
თავდამსხმელები - ლიონელ მესი, ანტუან გრიზმანი და კრიშტიანუ რონალდუ.

 რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხმათა უმრავლესობა მადრიდის "რეალის" ესპანელ ცენტრალურ მცველს სერხიო რამოსს ერგო, მე-2 ადგილი ხმათა რაოდენობით კრიშტიანუ რონალდუმ დაიკავა, ხოლო მე-3 ადგილზე ლიონელ მესია.
 

ხმათა რაოდენობა, რომელიც UEFA-ს სიმბოლური ნაკრების მონაწილეებმა მიიღეს:

სერხიო რამოსი - 488,908

კრიშტიანუ რონალდუ - 450,220

ლიონელ მესი - 418,449

ლუკა მოდრიჩი - 381,234

ანდრეს ინიესტა - 332,914

ჯანლუიჯი ბუფონი - 324,336

ტონი კროოსი - 267,443

ლეონარდო ბონუჩი - 261,030

ჟერარ პიკე - 253,437

ჟერომ ბოატენგი - 238,173

ანტუან გრიზმანი - 203,926

 

შეგახსენებთ რომ 2015 წლის UEFA-ს სიმბოლურ გუნდში ორი ბავარიელი მოხვდა: მანუელ ნოიერი და დავიდ ალაბა.



0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..