» » მიულერი: “დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში“

მიულერი: “დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში“

12-01-2017, 14:41 dachi8 სიახლეები 0

მიულერი: “დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში“
არ არსებობს იმის ფიქრის მიზეზი, რომ ყველაფერი რაც კი სეზონის პირველ ნახევარში ხდებოდა ოდნავ მაინც იქონია გავლენა თომას მიულერზე - „ნამდვილად არ ვყოფილვარ უქმად, ჯერ კიდევ დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში“ - განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონმა.

„ლაიფციგთან“ მეტად მნიშვნელოვან მატჩში კარლო ანჩელოტიმ ფორვარდი სათადარიგო სკამზე დატოვა. „ბავარიამ“ მაშინ „ლაიფციგს“ 3:0 მოუგო და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა. „ამ თამაშში გაცილებით მეტი თავისუფალი ზონა იყო, ვიდრე სხვა ჩატარებულ ბუნდესლიგის მატჩებში. მე შემეძლო ჩემი წვლილი შემეტანა ამ თამაშში“ - თვლის მიულერი. „რა თქმა უნდა, არ მომეწონა სათადარიგო სკამზე ჯდომა“.

სეზონის მე-2 ნახევრისათვის, რომელიც 20 იანვარს აიღებს სტარტს „ფრაიბურგთან“, მიულერმა ზამთრის შესვენება გამოიყენა თავისი სხვადასხვა სათამაშო მხარეების გასაუმჯობესებლად. „ჩემს თავს რამოდენიმე კითხვა დავუსვი. მაგალითად, რაში უნდა ვივარჯიშო უფრო მეტად?“ . მიულერისათვის ეს - „ძალა, სისწრაფე და ტექნიკა“ აღმოჩნდა.

„მე რაღაც ნახევარმცველსა და ფორვარდს შორის ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა ვისურვებდი დამებრუნებინა ბომბარდირის სახელი“.

თუმცა მიულერი ამ სახელს ნაკრების მაისურით ამართლებს. მას 4 გოლი აქვს გატანილი მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის თამაშებში.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.