» » კინგსლი კომანი "ბაიერნში" რჩება?

კინგსლი კომანი "ბაიერნში" რჩება?

13-01-2017, 16:20 dachi8 ტრანსფერები 0

კინგსლი კომანი
როგორც Gazzetta dello Sport-ი იუწყება „იუვენტუსმა" „ბავარიისაგან" შეტყობინება მიიღო კინგსლი კომანის უფლებების გამოსყიდვის თაობაზე.
ამავე ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით, გუშინ მილანში „იუვენტუსის" გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი FIFA-ს აგენტს ჯოვანი ბრანჩინისა და „ბავარიის" წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გერმანულმა კლუბმა „იუვენტუსს" შეატყობინა, რომ სეზონის დასასრულს 20 წლის ფრანგი ვინგერის უფლებებს გამოისყიდის.

ოქტომბერში რამოდენიმე გერმანული გამოცემა აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ ფრანგი ვინგერის გამოსყიდვა „ბაიერნის" გეგმებში არ შედიოდა, რადგან ის ახალი მწვრთნელის გეგმებში არ ჯდებოდა, თუმცა კარლო ანჩელოტიმ მოგვიანებით თვითონვე უარყო აღნიშნული.

კარლ-ჰაინც რუმენიგემ კი განაცხადა, რომ კინგსლი კომანის სახელი გერმანულ კლუბთან იქნება მომავალში დაკავშირებული: „ჩვენ მისი გამოსყიდვის ოფციას გამოვიყენებთ. მას სეზონის რთული სტარტი ჰქონდა, მაგრამ ტრავმის მიღებამდე კარგ ფორმას კრეფდა" - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს L’Equipe.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით თვითონ „იუვენტუსიც" არ ამყარებს იმედებს კინგსლი კომანზე და მისი გაყიდვა აქვთ გადაწყვეტილი, ბოლო დროს მისი უშედეგობისა და ბიანკონერის წინააღმდეგ გამონათქვამების გამო გერმანიაში გადასვლის შემდგომ.

შეგახსენებთ, რომ „ბავარიამ" კინგსლი კომანის 2 წლიანი იჯარის წესით აყვანით „იუვენტუსს" უკვე გადაუხადა 7 მილიონი ევრო, ხოლო მისი უფლებების გამოსყიდვა „ბავარიას" კიდევ 21 მილიონი ევრო დაუჯდება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.