» » ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 135-ე გოლი გაიტანა

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 135-ე გოლი გაიტანა

21-01-2017, 15:04 LEV4NI სიახლეები 0

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 135-ე გოლი გაიტანა
2017 წელი წარმატებით დაიწყო მიუნხენის ბაიერნისთვის, გუშინ შვარცვალდ-შტადიონზე ბავარიულმა გრანდმა საკმაოდ დაძაბულ დაპირისპირებაში აჯობა ფრაიბურგს და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა ისინი.

ასევე წარმატებული გამოდგა რობერტ ლევანდოვსკის გამოსვლაც რომელმაც მასპინძელთა კარში დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა, აღსანიშნავია რომ პოლონელმა ფორვარდმა ამ შედეგით ბუნდესლიგის ეგიდით 135-ე გოლი გაიტანა და ლეგიონერ გოლეადორთა ჩამონათვალში მეორე პოზიციაზე აღზევდა.

გუშინდელ მატჩამდე მეორე ადგილზე ასევე ბაიერნის ყოფილი მოთამაშე ლეგენდარული ჯოვანი ელბერი იყო რომელსაც გერმანიის ჩემპიონატში 133 გოლი ჰქონდა გატანილი. ლიდერი კი კვლავ ექს-ბავარიელი კლაუდიო პიზარო გახლავთ რომლის ანგარიშზეც 190 გოლია.

ამ ეტაპისთვის საუკეთესო სამეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1.კლაუდიო პიზარო (418 მატჩი-190 გოლი)
2.რობერტ ლევანდოვსკი (211 მატჩი-135 გოლი)
3.ჯოვანი ელბერი (260 მატჩი-133 გოლი)

უნდა აღინიშნოს ისიც რომ ლევიმ გუშინ გატანილი გოლების შემდეგ ბომბარდირთა დავაში ფრანგ შემტევ ენტონი მოდესტეს გაასწრო და ახლა მხოლოდ დორტმუნდის გაბონელ ფორვარდს პიერ-ემერიკ ობამეიანგს ჩამორჩება.

მიუნხენის ბაიერნი კი მომდევნო დაპირისპირებას 28 იანვარს თბილისის დროით 18:30 საათზე ბრემენის ვერდერის წინააღმდეგ ვეზერშტადიონზე გამართავს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.