» » მიხაელ რეშკეთი "ტოტენჰემი" დაინტერესდა

მიხაელ რეშკეთი "ტოტენჰემი" დაინტერესდა

24-01-2017, 19:08 dachi8 სიახლეები 0

მიხაელ რეშკეთი
მიუნხენის „ბაიერნის“ ტექნიკური დირექტორი მიხაელ რეშკე „ტოტენჰემის“ რადარზე მოექცა. ინგლისელები 59 წლის სპეციალისტს სპორტული დირექტორის პოსტს სთავაზობენ.

მიხაელ რეშკეს არ უყვარს ხმაურიანი განცხადებები და წინა პლანზე გამოჭიმვა, მას ჩრდილში ყოფნა ურჩევნია, მის სახელს ისეთი ტრანსფერები უკავშირდება, როგორებიცაა, კინგსლი კომანი, დუგლას კოსტა, რენატო სანჩესი, იოშუა კიმიხი - ეს ტრანსფერების ის დიდი ნაწილია, რომელიც ბაირნის მომავალს უკავშირდება. სულ რამოდენიმე დღის წინ რეშკემ უდიდესი როლი ითამაშა ნიკლს ზულესა და სებასტიან რუდის ტრანსფერში „ჰოფენჰამიდან“.

ინფორმაციის თანახმად, „ტოტენჰემი“ მიხაელ რეშკეთია დაინტერესებული და შეთავაზებაც უკვე გაკეთებული აქვთ მისთვის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე და შესაძლოა ეს მათი პირველი შეთავაზება არაა. წყაროს ინფორმაციით ინგლისელებმა რეშკეს 2014 წელსაც მიმართეს, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. „ბაიერნის“ მხრიდან გამორიცხულია, რომ რეშკე ვინმეს დაუთმოს, მითუმეტეს ამ სიტუაციაში, როდესაც კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია.

ზაფხულში რეკორდმაისტერი ახალ ახალგაზრდულ ცენტრს ხსნის და რეშკე ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების მოზიდვით იქნება დაკავებული.

მიხაელ რეშკე, რომელიც კიოლნთან ახლოსაა დაბადებული „ბაიერნში“ 2014/15 სეზონიდან მუშაობს. მან თავისი კარიერა ბუნდესლიგაში ლევერკუზენის „ბაიერში“ დაიწყო და 35 წელი ამ კლუბის სამსახურში იმყოფებოდა, სადაც მის სახელთან შტეფან კისლინგის, ბერნდ ლენოს, რენე ადლერის და ანდრე შურლეს ტრანსფერებია დაკავშირებული.

რეშკეს აღმოჩენილია ასევე არტურო ვიდალი,რომელიც 2005-2007 წლებში ჩილეში კლუბ „კოლო-კოლოში“ ასპარეზობდა, ახლა ვიდალი „ბაიერნის“ შეუცვლელი ფეხბურთელია და ამ ტრანსფერშიც მიხაელ რეშკეს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.