» » კარლო მიულერით აღფრთოვანებულია

კარლო მიულერით აღფრთოვანებულია

28-01-2017, 15:50 dachi8 სიახლეები 0

კარლო მიულერით აღფრთოვანებულია
სწორედ ამ სათაურით გამოქვეყნდა იტალიელი სპეციალისტის ინტერვიუ ცნობილ გერმანულ ინტერნეტ გამოცემა BILD-ში.

„მე ნახევარმცველისა და თავდამსხმელის ნაზავი ვარ. უპირატესობას მივანიჭებდი, რომ ჩემი სახელი ბომბარდირთან ასოცირდებოდეს“ - თომას მიულერი, 11 იანვარი, 2017.

იტალიელმა სპეციალისტმა ინტერვიუსას განაცხადა, რომ მიულერის გამო არ ნერვიულობს.
„მიულერს ნამდვილად შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე თამაში. ამას ის თავისებურად გააკეთებს, თუნდაც ახალი პოზიციის შექმნით. არ ვარ სულელი და მესმის, რომ რობენისა და კოსტას მსგავსად მიულერი ვერ ითამაშებს. უფრო მეტიც, არც კი მოვთხოვდი რომ მათთვის მიებაძა. მან თავისი ინტელექტი უნდა გამოიყენოს, რომ სწორი პოზიცია იპოვოს მოედანზე საჭირო დროს. ეს კი მეტოქის გუნდში დისბალანსს იწვევს".

„მის გამო არ ვნერვიულობ. ის მეტად ძლიერია ფსიქოლოგიურად, გამარჯვებბულის მენტალიტეტი აქვს, და არასოდეს არ იმყოფება დეპრესიულ განწყობაზე. პოზიტიური აზროვნებით გამოირჩევა და თავდაჯერებულია იმაში რასაც აკეთებს. ყოველთვის მხიარულია და გარდა ამისა, ის თავის პრობლემებზე და საკუთარ თავზეც კი ხუმრობს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია“.

კარლო ანჩელოტი ისეთ ფორვარდებს წვრთნიდა, როგორიც კრიშტიანუ რონალდუ და ზლატან იბრაგიმოვიჩია, მაგრამ ამ ხმამაღალი სახელების მიუხედავად იტალიელი სპეციალისტი შემდეგს აცხადებს:

- „მე ჯერ არ მინახავს ფორვარდი ასეთი ტაქტიკური განსწავლულობითა და უნარ-ჩვევებით, როგორიც თომას მიულერია“.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..