» » მარკუს ჰიორვიკი ული ჰიონესის ოცნებაზე...

მარკუს ჰიორვიკი ული ჰიონესის ოცნებაზე...

1-02-2017, 04:36
085
ჰერმან გერლანდის რჩევამ ული ჰიონესს ოცნება აუხდინა.
„ბავარიის" მედია-კომუნიკაციების ყოფილი დირექტორი მარკუს ჰიორვიკი ყვება იმის შესახებ, თუ მწვრთნელის თანაშემწემ როგორი ზეგავლენა იქონია ბავარიის პრეზიდენტის ყველაზე სანუკვარი ოცნების ახდენაზე. თომას მიულერმა კი ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

30 წელზე მეტი ის ბავარიის სახე გახლდათ, ყოველ შემთხვევისათვის ჟურნალისტებისა და კორესპონდენტებისათვის. როგორც მედია-კომუნიკაციების დირექტორი მარკუს ჰიორვიკს პრეს-კონფერენციები მიყავდა, აცხადებდა მოულოდნელ ტრანსფერებზე და წარადგენდა ბავარიის ძლევამოსილ ბოსობას.

როდესაც მარკუსმა 60 წლის ასაკში თავისი თანამდებობა გასულ წელს დატოვა, აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჰიორვიკი კლუბში მისი მუშაობის, ერთგულებისა და ენთუზიაზმის გამო შეაქო.

რადგან დღეს ჰიორვიკი უკვე აღარ გვევლინება რეკორდმაისტერის ოფიციალურ წარმომადგენლად, ზოგჯერ ის პატარა საიდუმლოებებს ამხელს ხოლმე თავის მუშაობაზე კლუბში და ზაბენერშტრასეს ყოფილ კოლეგებზე.

თავისი სტატია ჟურნალისათვის Socrates ჰიორვიკმა თომას მიულერის მწვერვალზე აღმასვლას მიუძღვნა.
თავდამსხმელმა იდეალური გზა გაიარა კლუბის აღსაზრდელიდან ნაციონალური ნაკრების შეუცვლელ ფიგურამდე.

სურათზე: მარკუს ჰიორვიკი

მარკუს ჰიორვიკი ული ჰიონესის ოცნებაზე...



მიულერი როგორც მაიკლ ოუენი

„ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი უკვე მრავალი წელი რაღაც მსგავსზე ოცნებობდა - „რომ ოდესმე ბავარიაში ისეთ ფეხბურთელს ეთამაშა, როგორიც მაიკლ ოუენია. ახალგაზრდა ფეხბურთელს ჩვენი აკადემიიდან, რომელიც დაუყოვნებლივ გაირღვეოდა წინ ლიგაში, მოხვდებოდა მსოფლიო ჩემპიონატზე და მთელს გერმანიას მოაჯადოებდა" - ყვება ჰიორვიკი თავის სტატიაში.

„თომას მიულერმა ული ჰიონესის ეს ოცნება აასრულა. მან გადააჭარბა კიდეც" - წერს დღევანდელი მედიაკონსულტანტი.

გადამწყვეტი როლი ული ჰიონესის ოცნების ახდენაში ცხადია მწვრთნელის ასისტენტმა ჰერმან გერლანდმა ითამაშა.

ჯერ კიდევ 2009/10-ის სეზონზე, როდესაც მიულერი პირველი გუნდის სრული წევრი გახდა, გამოცდილი სპეციალისტი ჰერმან გერლანდი ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობდა, სწორედ მან ურჩია ვან გაალს: - „მისი აყვანა თვალდახუჭული შეგიძლიათ".

ასე იხსენებს ამის შესახებ ჰიორვიკი Socrates-სთვის თავის სტატიაში: - „ლუი ვან გაალმა ჰერმანს დაუჯერა და ნება დართო მიულერს მუდმივად ეთამაშა პირველი გუნდისთვის. ამის შედეგად თომასი სწრაფად გახდა ღირებული მოთამაშე, რაც ადრე არც ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს არ გამოსვლია, რომელიც სულ ახალი მოსული იყო ბავარიის მე-2 გუნდიდან" - წერს იგი. - „ჩვენთვის მაშინვე ცხადი გახდა და შევთანხმდით: - „ჩვენ ახლავე მისით უნდა დავკავდეთ, ის ნამდვილად მოექცევა ყურადღების ცენტრში".

მარკუს ჰიორვიკი ული ჰიონესის ოცნებაზე...


„თომასი გერლანდმა ურჩია, მას კი მხარს უჭერდა ვან გაალი. თავისი დამრიგებლების წყალობით მიულერი სწრაფად გახდა ძირითადის ფეხბურთელი, ლიდერი და საზოგადოების საყვარელი ფეხბურთელი. ული ჰიონესის სანუკვარი ოცნება კი ახდა. მიულერმა სეზონი დაიწყო როგორც არავინ და დაამთავრა როგორც სუპერვარსკვლავმა. სწრაფი კარიერა, რომელიც ალბათ აღარ განმეორდება", - წერს ჰიორვიკი.

Sport1.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..