» » დუგლას კოშტა: იმედი მაქვს რომ ერთ-დღეს მსოფლიო ჩემპიონი გავხდები

დუგლას კოშტა: იმედი მაქვს რომ ერთ-დღეს მსოფლიო ჩემპიონი გავხდები

2-02-2017, 15:17 LEV4NI სიახლეები 0

დუგლას კოშტა: იმედი მაქვს რომ ერთ-დღეს მსოფლიო ჩემპიონი გავხდები
მიუნხენის ბაიერნისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევმა Omnisport-თან საუბრის დროს საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ რომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს სათავეში ახალი მწვრთნელი ჩაუდგა, დუნგა კი რომელიც სელესაოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში წვრთნიდა ივნისის თვეში პერუსთან წაგებული მატჩის შემდეგ დაითხოვეს.

დუგლას კოშტა მიიჩნევს რომ ახალ მწვრთნელთან ერთად ბრაზილიელთა შანსები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპონატზე კიდევ უფრო გაიზრდება და სელესაო ტურნირის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.

„მიმაჩნია რომ ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ ჩვენი გუნდი კიდევ უფრო უკეთესად თამაშობს, ახლა დიდებულ ფორმაში ვართ და ვცდილობთ რომ კონდინციები რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატამდე შევინარჩუნოთ“

„მინდა ავღნიშნო რომ როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ისევე ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია“

შეგახსენებთ რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრები უახლოეს ოფიციალურ მატჩებს ურუგვაისა და პარაგვაის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..