» » თომას მიულერი: ჩემს თანაგუნდელებზე ვარ დამოკიდებული

თომას მიულერი: ჩემს თანაგუნდელებზე ვარ დამოკიდებული

2-02-2017, 21:46 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 0

თომას მიულერი: ჩემს თანაგუნდელებზე ვარ დამოკიდებული
27 წლის შემტევ ნახევარმცველს თომას მიულერს მიმდინარე სეზონზე ბუნდესლიგაში მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი. მიულერი ამტკიცებს, რომ მოწინააღმდეგეთა კარს კვლავ დალაშქრავს, როდესაც მისი თანაგუნდელები უფრო კომბინაციურ ფეხბურთს ითამაშებენ და სახიფათო მომენტებს შექმნიან.

"ბაიერნი" სატურნირო ცხრილის თავშია მოქცეული, მაგრამ თავის სტანდარტებს და შესაძლებლობებს ყოველთვის არ ან ვერ ამჟღავნებს, როგორც ეს წინა სეზონებში იყო და არადამეჯერებლად გამოიყურებოდნენ ფრაიბურგთან და ვერდერთან მატჩებში.

თომას მიულერი თვლის, რომ მისი ფორმა საჯარიმოსთან თანაგუნდელების კომბინაციურ თამაშზეა დამოკიდებული. მას მიაჩნია, რომ ის წარმატებულია როდესაც გუნდი მაღალი სტანდარტებით თამაშობს, რადგან ის იმ ფეხბურთელების ტიპს არ მიეკუთვნება, რომლებიც თვითონ ქმნიან თავისი თავისთვის შანსებს.

„ჩემი ძლიერი მხარეები არ შემიძლია გამოვამჟღავნო, როდესაც გუნდი თავის საუკეთესო თამაშს არ აჩვენებს და არ თამაშობს იმ ფეხბურთს, რომელიც შეუძლია რომ ითამაშოს. ასე, რომ თავს არ ვგრძნობდი კარგად ჩვენს მიერ ჩატარებულ ბოლო 2 მატჩში"

„ მე მეტად ვარ დამოკიდებული ჩემს თანაგუნდელებზე, ამას ადვილად შეამჩნევთ როდესაც თქვენ ჩემი თამაშის სტილს უყურებთ და გოლებს რომლებიც წარსულში გავიტანე, რადგან მე იმ ტიპის ფეხბურთელი არ ვარ, რომ 5-6 მცველი დრიბლინგით ჩამოვიტოვო და ასე შევქმნა მომენტი, მე სხვა უნარ-ჩვევები გამაჩნია და ვფიქრობ ამის შესახებ მისტერ ანჩელოტიმ ბევრი ილაპარაკა (იცინის)".

„არ ვადანაშაულებ ყველაფერში ჩემს თანაგუნდელებს, ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. არც ერთხელ არ გამისვრია კარისკენ ბრემენში. კითხვა უნდა დაისვას - ეს როგორაა შესაძლებელი? ჩვენ შეგვიძლია ამგვარი თამაში ამინდს დავაბრალოთ, მინდორს, მაგრამ (იცინის) ეს ძალიან მცირე ნაწილია, ჩვენ ძლიერი მენტალიტეტი გვაქვს და ძლიერი ფეხბურთელები გვყავს და ბოლო თამაშები მხოლოდ ამიტომ მოვიგეთ".

„ბევრი რამ ვცადე, ჩემს თავს არ ვამართლებ ამითი, მაგრამ მოედანზე თავისუფალი ადგილი ვერ ვიპოვე ჩვენს ბოლო 2 თამაშში. გავაგრძელე ძებნა მაგრამ ვერ შევძელი იმ პოზიციის მოძებნა სადაც რეალურად მივიღებდი ბურთს სახიფთო პოზიციაზე. ამან ძალიან დამამწუხრა და იმედგაცრუებული ვარ".

"მე შემიძლია ბევრის გატანა, მაგრამ ჩართული უნდა ვიყო კომბინაციებში. ბურთის მისაღებად კი ცენტრში მიწევს გასვლა. ჩვენ უფრო გუნდური პრობლემა გვაქვს და არა ინდივიდუალური. ჩვენ როგორც ფეხბურთელებმა გამოსავალი ერთად უნდა მოვძებნოთ, რომ უფრო მეტად კომპაქტურები ვიყოთ მოედანზე. დისტანცია ჩვენს შორის მეტად დიდია, ბოლო თამაშებში კი უფრო მეტად დაცვას ვაქცევდით დიდ ყურადღებას და თითქმის არ ვქმნიდით მომენტებს".

"მეტად პოზიტიური ადამიანი ვარ, მაგრამ როდესაც პრესაში ყოველ დღე შენზე იწერება და ყველა შენს სიტუაციაზე საუბრობს, რომელიც წინა სეზონისგან განსხვავებულია, ნაკლები არგუმენტები მიჩნდება იმისა, რომ პრესასთან ვილაპარაკო". - აცხადებს მიულერი ESPN FC-ის ინტერვიუში.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..