» » კარლო ანჩელოტი დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე

კარლო ანჩელოტი დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე

6-02-2017, 22:25 dachi8 ანონსი 0

კარლო ანჩელოტი დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე
კარლო ანჩელოტიმ გერმანიის თასის 1/8 ფინალის მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

ხვალინდელ მატჩზე: „უფრო მეტად კომპაქტურად უნდა გავმწესდეთ და უკეთესად დავიცვათ თავი. დარწმუნებული ვარ ხვალ ჩვენი ერთობლივი მუშაობა უკეთესი იქნება. მეტად ინტენსიურად ვმუშაობთ. მოედანზე აუცილებელია ჩვენი ძალისხმევის მონაგარი ვაჩვენოთ. ბოლო 3 თამაშში საუკეთესო ფორმაში არ ვყოფილვართ, ამიტომ ბევრი ვიმუშავეთ ფიზიკურად."

ფეხბურთელების თვითკრიტიკაზე: „კარგია, რომ ჩვენი ფეხბურთელები თვითკრიტიკულები არიან".

ტრავმირებულებზე: „ტიაგო ალკანტარა მზადაა 90 წუთი ითამაშოს. არტურო ვიდალი და იოშუა კიმიხიც ვარჯიშობდნენ დღეს გუნდთან ერთად და ხვალ შეუძლიათ თამაში".

დუგლას კოსტაზე: „არ წამიკითხავს კოსტას ინტერვიუ, მაგრამ რეგულარულად ვესაუბრები მას და კმაყოფილია, რომ „ბავარიაში" იმყოფება. როდესაც საქმე ფეხბურთელის ბედნიერებასა თუ უბედურებას ეხება, არიან აგენტები, რომლებსაც შესაძლებელია სურთ კლუბზე ზეწოლა და პროცესში მონაწილეობის მიღება. მე პირდაპირი კონტაქტი მაქვს კოშტასთან და ის მოხარულია რომ აქ იმყოფება. აი რას აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ეს ინტერვიუ კი უფრო მეტად აგენტიდან მოდის, ვიდრე ფეხბურთელიდან".
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.