» » ტილმანის ტრანსფერზე ვეტოა დადებული

ტილმანის ტრანსფერზე ვეტოა დადებული

7-02-2017, 18:34 dachi8 ტრანსფერები 0

ტილმანის ტრანსფერზე ვეტოა დადებული
„ბავარიის" U19-ის გერმანელი ნახევარმცველი 18 წლის ტიმოტი ტილმანი „ბარსელონას" ინტერესების ქვეშ მოექცა.

„ბარსელონამ" კონკრეტული წინადადება წარუდგინა მიუნხენის „ბაიერნს" ახალგაზრდა ნიჭიერი ნახევარმცველის შესაძენად. ისინი რამოდენიმე თვე აკვირდებოდნენ ტიმოტის და ახალი სეზონისათვის მისი აყვანა ჰქონდათ გადაწყვეტილი. გეგმა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მაშინვე ძირითადი „ბარსელონას" ვარჯიშებზე გაემწესებინათ, ხოლო სათამაშო დრო „ბარსელონას" მე-2 გუნდში მიეცემოდა.

„ბავარიამ" უარი განაცხადა აღნიშნულ შემოთავაზებაზე, ული ჰიონესმა პირადად დაადო ვეტო ამ ტრანსფერს. ვფიქრობ მიუნხენელები სერიოზულად არიან განწყობილნი ტილმანისადმი" - მოყვა ნახევარმცველის აგენტმა კრისტიან რესსნერმა.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე ხნის წინ კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა Bild-თან ინტერვიუსას განაცხადა, რომ მომავალში კლუბის აღზრდილებს დიდ ყურადღებას დაუთმობს. გერმანული გრანდი ამ მომენტისათვის სასწავლო-სავარჯიშო ცენტრის მშენებლობას ასრულებს, რომელიც „ალიანც არენის" გვერდით იფუნქციონირებს.

„როდესაც ასეთი პირობები გაგაჩნია, ყოველ 3 წელიწადში მთავარ გუნდს 1 ფეხბურთელი მაინც უნდა მიაწოდო. თუ „ბავარია" თავისი კადრების გამოყენებას არ დაიწყებს, ხალხს შეშლილები ვეგონებით. დღეს-დღეობით ჩვენ ალბათ საუკეთესო სასწავლო-სავარჯიშო ცენტრი გვაქვს მთელს გერმანიაში, შეიძლება მთელს ევროპაშიც". - განაცხადა ული ჰიონესმა.
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.