» » მატჩისწინა კომენტარები: ბაიერნი - არსენალი

მატჩისწინა კომენტარები: ბაიერნი - არსენალი

14-02-2017, 23:35 dachi8 ანონსი 0

მატჩისწინა კომენტარები: ბაიერნი - არსენალი
ხვალ, 15 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ სტადიზე მიუნხენის „ბაიერნი“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლებს. დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ რეკორდმაისტერის მიზანი ყველა ტურნირზე საუკეთესო შედეგების ჩვენებაა.

გთავაზობთ წინა სამატჩო კომენტარებს:


მათს ჰუმელსი: „ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ვაპირებთ, რომ „არსენალზე“ დიდი ზეწოლა განვახორციელოთ. გვსურს მინდორზე საუკეთესო გუნდის შთაბეჭდილება დავტოვოთ და დავანახოთ „არსენალს“, თუ როგორი რთულია „ალიანც არენაზე“ თამაში.

მანუელ ნოიერი: „მოუთმენლად ველით ჩემპიონთა ლიგას და 2 დაპირისპირებას ტოპ მეტოქესთან, რომელთანაც ვიმედონებთ, რომ წარმატებას მივაღწევთ“.

კარლო ანჩელოტი: „ჩვენი მიზანია - ყოველთვის საუკეთესო შედეგები ვანახოთ ყველა ტურნირზე და ყველა დაპირისპირებაში. არსენ ვენგერმა განსაკუთრებული იდენტურობა შექმნა არსენალში. მისი გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს დემონსტრირებს, მისი მუშაობის მიმართ „არსენალში“ დიდ პატივისცემას განვიცდი“.

არსენ ვენგერი: „ბაიერნთან“ ბოლო დროინდელი შეხვდერები უნდა დავივიწყოთ და დღევანდელ დღეზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ჩვენ ყოველწლიური თამაშის გამოცდილება გაგვაჩნია მათთან და მათ ყოველთვის ერთი და იგივე მიზანი ამოძრავებთ - ჩემპიონთა ლიგის მოგება. ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია და უპირატესობაც გაგვაჩნია, რადგან მე-2 მატჩს სახლში ჩავატარებთ, მაგრამ ხვალ თუ წარუმატებლად ვითამაშებთ, სახლში ჩატარებული მე-2 მატჩი თავის მნიშვნელობას დაკარგავს. ველოდები, რომ „ბავარია“ როგორც ყოველთვის ეცდება მოედანზე დომინირებას, ბურთის ფლობას და შეტევაში დიდი სიჩქარეებით ჩართვას. ჩვენ ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ ხვალ".
კარში ოსპინა გვეყოლება. მისი თამაშის დონემ ჯგუფურ ეტაპზე ფლეი-ოფებამდე მიგვიყვანა.

ხვალინდელ მატჩში „ბაიერნს“ მხოლოდ ფრანკ რიბერი და ჟერომ ბოატენგი გამოაკლდებიან.
მეტოქეს არ ეყოლება სანტი კასორლა, აარონ რემზი და ლუკას პერესი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.