» » ოლივერ კანი: ვენგერმა კლუბში ავტორიტეტი დაკარგა

ოლივერ კანი: ვენგერმა კლუბში ავტორიტეტი დაკარგა

16-02-2017, 17:14 -ss- სიახლეები 0

ოლივერ კანი: ვენგერმა კლუბში ავტორიტეტი დაკარგა
მიუნხენის ბაიერნის ყოფილი კარის დარაჯი, სრულიად საფეხბურთო სამყაროს ცოცხალი ლეგენდა, ოლივერ კანი, ინტერნეტ-გამოცემა Metro- სთან მიცემულ ინტრვიუში, საუბრობს მიუნხენის ბაიერნსა და ლონდონის არსენალს შორის გუშინ გამართულ დაპირისპირებაზე და ლონდონელთა ფრანგი თავკაცის, არსენ ვენგერის შესახებ, საინტერესო კომენტარს აკეთებს.

“ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასდროს არ მინახავს მეტოქე, რომელიც ასე სუსტად თამაშობს. უბურთო არსენალი სრული კატასტროფაა. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო მესუთ იოზილის პასიურობა. გამიჩნდა შეგრძნება, თითქოს არსენ ვენგერმა საკუთარი ფეხბურთელების წინაშე, ავტორიტეტი დაკარგა. “

უეფას ჩემპიონათა ლიგის პირველი 1/8 ფინალური დაპირისპირება, მიუნხენის ბაიერნსა და ლონდონის არსენალს შორის, ლონდონელთა სრული ფიასკოთი დასრულდა. “მეთოფეები” თუ შეხვედრის პირველ ტაიმში მეტ ნაკლებად, კონკურენტუნარიან ფეხბურთს თამაშობდნენ, მეორე ტაიმი მათთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. არიენ რობენის, რობერტ ლევანდოვსკის, ტიაგო ალკანტარასა და თომას მიულერის გოლების წყალობით, მიუნხენელებმა 5-1 სძლიეს მეტოქეს და 7 მარტს, ამავე ეგიდით გასამართი მატჩი, სრულ ფორმალობად აქციეს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.