» » „He’s back!“ ყველანი მოხარულნი არიან მიულერის გამო

„He’s back!“ ყველანი მოხარულნი არიან მიულერის გამო

16-02-2017, 18:06 dachi8 მთავარი ამბები 0

„He’s back!“ ყველანი მოხარულნი არიან მიულერის გამო
არა, თომას მიულერს არაფრის კომენტირება არ სურდა. „მოითმინეთ, მე უბრალოდ მინდა ამ მომენტით დავტკბე“. - ეს ერთადერთი იყო რაც მან მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ალიანც არენის“ მოედანს ფეხბურთელი კმაყოფილი ღიმილით ტოვებდა. მაგრამ მან მოედანზე გასცა ყველა კითხვას პასუხი.

შეცვლიდან 2 წუთის შემდეგ მიულერი ბურთით საჯარიმოში შეიჭრა, მარჯვენათი ცრუ მოძრაობა გააკეთა და მარცხენათი კი ანგარიში 5:1 გახადა. მოედანზე მიულერი თავის სიხარულს აფრქვევდა, ხოლო ტრიბუნებიდან ჟერომ ბოატენგმა თავის ტვიტერის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა : «He’s back!» („ის დაბრუნდა“).

„ეს გოლი პირადად მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - მოყვა რობერტ ლევანდოვსკიმ თავის პარტნიორზე, რომელიც ამ სეზონში თავის ჩვეულ გოლების გატანის გეგმას არ ასრულებს. არსენალთან მატჩში მან თავისი მე-4 გოლი გაიტანა, მე-3 ჩემპიონთა ლიგაზე. „ის ყოველთვის მიისწრაფვის, რომ წინ გაიჭრას, მისი მუშაობა შთამბეჭდავია, - გაგვიზიარა რობერტ ლევანდოვსკიმ. - ის რომ თომასი თავის ძველ ფორმას დაუბრუნდება, უბრალოდ დროის საკითხია“.

მიულერის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს კარლო ანჩელოტიც: „ვფიქრობ, მან გარდატეხა მოახდინა. ძალიან მოხარული ვარ ამისი. მიულერი ძალიან კარგად ვარჯიშობდა და მან დაიმსახურა ეს გოლი. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ის მეტად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის“.

მიუხედავად ამისა, თომას მიულერის გოლი სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან სტატისტიკის მიხედვით „არსენალი“ თომასის საყვარელი მეტოქეა. არც ერთი სხვა მოწინააღმდეგის კარში ჩემპიონთა ლიგაზე არ გაუტანია ამ რაოდენობის გოლი (5 გოლი 7 მატჩში). ხოლო, ჩემპიონთა ლიგაზე 39 გოლით თომას მიულერი ყველაზე შედეგიანი გერმანელი ფეხბურთელია ამ მომენტისათვის.

„თომასი ეს თომასია. ის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ნელ-ნელა, მაგრამ ის უბრუნდება უწინდელ ფორმას“, - თვლის კარლ-ჰაინც რუმენიგე, რომელმაც როგორც მიულერმა ევროთასებზე 39 გოლი დააგროვა.

მაყურებლები ტრიბუნებზე, მეგობრები და თანაგუნდელები, მწვრთნელები - ყველანი გულწრფელად ხარობდნენ თომასის გოლს „არსენალის“ კარში. „ყველანი მოხარულები ვართ მიულერის გამო. ჩვენ ვიცით, თუ რა შეუძლია მას - დააკომენტარა ფილიპ ლამმა. - ჩვენ ვიცით, თუ ყოველდღიურად როგორ მუშაობს ვარჯიშებზე, თუ როგორ უჭერს მხარს მოედანზე გუნდს და თუ როგორი მოტივირებულია“. ყველანი მის მხარეზე ვართ, რომ მან გოლების გატანა განაგრძოს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.