» » მომავალი მეტოქე: ბერლინის ჰერტა

მომავალი მეტოქე: ბერლინის ჰერტა

18-02-2017, 13:52 LEV4NI ანონსი 0

მომავალი მეტოქე: ბერლინის ჰერტა
დღეს მიუნხენის ბაიერნი გერმანიის დედაქალაქს ეწვევა და ოლიმპიურ სტადიონზე ბერლინის ჰერტას წინააღმდეგ მორიგი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.

ბუნდესლიგის XXI ტური გუშინ აუგსბურგისა და ლევერკუზენის დაპირისპირებით გაიხსნა რომელიც „ფარმაცევტებმა“ ანგარიშით 1:3 მოიგეს, აღსანიშნავია რომ როჯერ შმიდტის გუნდი მომდევნო დაპირისპირებას უკვე ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართავს.

ახლა კი რაც შეეხება მიუნხენის ბაიერნს, ოთხშაბათს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გამართულ დაპირისპირებაში გუნდმა არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა, კარლოს ბიჭებმა ლონდონელებს 4 ბურთიანი უპირატესობით სძლიეს და პრაქტიკულად პირველივე მატჩი გადაწყვიტეს მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა.

აღსანიშნავია ისიც რომ რეკორდმაისტერმა ეს ყველაფერი ორი საკვანძო მოთამაშის ჟერომ ბოატენგისა და ფრანკ რიბერის გარეშე მოახერხა.

უნდა ვთქვათ ისიც რომ ბუნდესლიგის წინა ტურები ბაიერნისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა, კლუბის მიერ XVIII ტურში დაკარგული ქულები კი აღშფოთების მიზეზი იმის გამო არ ყოფილა რომ თავის მხრივ მიუნხენელთა მთავარმა მდევარმა სიგნალ იდუნა პარკზე დათმო შეხვედრა, შესაბამისად ორი კვირის წინ გამართულმა ტურმა ბაიერნის უპირატესობა ერთი ქულით გაზარდა თუმცა ნაკლებ ინტერესს არც მომდევნო XIX ტური იწვევდა, ბავარიამ დაძაბულ ბრძოლაში მოუგო ინგლშდადტს ხოლო ლაიპციგმა ყველასათვის მოულოდნელად საკუთარ სტადიონზე ჰამბურგის წინააღმდეგ 3 ბურთიანი სხვაობით წააგო...

მოვლენათა მსგავსმა განვითარებამ კი სატურნირო ცხრილში ბავარიელთა უპირატესობა 3-დან 7-ქულამდე გაზარდა რაც უკვე საკმაოდ დიდი განცხადებაა ჩემპიონის ტიტულის თაობაზე.

ჰერტას გარშემო შექმნილი ვითარება კი საგრძნობლად განსხვავებულია, უკანასკნელი ხუთი მატჩიდან დედაქალაქელებმა მხოლოდ 2 მოიგეს, ბოლო ტურში გელზენკირხენის შალკეს წინააღმდეგ განცდილმა მარცხმა კი რეალური საფრთხე შეუქმნა მათ ევროტურნირების ზონაში მოხვედრას.

დღეს გასამართ დაპირისპირებას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება, ბავარიელებს ისევ ჟერომ ბოატენგი და ფრანკ რიბერი ვერ დაეხმარებიან, ბერლინელებს კი ერთბაშად 4 საკვანძო მოთამაშე კორბერი, კურტი, შიბერი და ვაიზერი დააკლდება.

შეგახსენებთ რომ მატჩი დღეს თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.