FCB: რიბერი მოედანს უბრუნდება » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » FCB: რიბერი მოედანს უბრუნდება

FCB: რიბერი მოედანს უბრუნდება

21-02-2017, 20:23 -ss- სიახლეები 0

FCB: რიბერი მოედანს უბრუნდება
მიუნხენის ბაიერნის ოფიციალური ვებ-გვერდი, კლუბის ფრანგი შემტევი ნახევარმცველის, ფრანკ რიბერის შესახებ, სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, "ბავარიელთა" შემტევის, ლაზარეთში გატარებული პერიოდი წარსულს ჩაბარდა და 33 წლის გამოცდილი ვინგერი სავარჯიშო მოედანს დაუბრუნდა.

მაშინ როდესაც, მიუნხენის ბაიერნის ძირითადი ბირთვი ისვენებდა. ფრანკ რიბერი სავარჯიშო მოედანს ეწვია და ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად, მომზადება დაიწყო. ბარიერებზე ხტომა, დრიბლინგი და აჩქარება, ეს იმ ვარჯიშების ჩამონათვალია, რაზეც ფრანგი ნახევარმცველი, განსაკუთრებული ყურადღებით მუშაობდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რიბერის დაბრუნებასთან დაკავშირებით, მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა და არ გამორიცხა, 25 თებერვალს, ჰამბურგის წინააღმდეგ ბუნდესლიგის ეგიდით გასამართ მატჩში ფრანგის მონაწილეობა.

შეგახსენებთ, ფრანკ რიბერიმ ბოლო შეხვედრა, ბრემენის ვერდერის წინააღმდეგ 28 იანვარს, ბუნდესლიგის მე-18 ტურში გამართა. აღნიშნული შეხვედრა მიუნხენელებმა, ანგარიშით 2-1 იმარჯვეს. მიმდინარე სეზონში, სულ ყველა ტურნირზე, "ბავარიელმა" შემტევმა, 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქედან 2 გოლის და 11 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.