» » FCB: ალონსო ჰამბურგთან მატჩს გამოტოვებს

FCB: ალონსო ჰამბურგთან მატჩს გამოტოვებს

25-02-2017, 10:18 -ss- ანონსი 0

FCB: ალონსო ჰამბურგთან მატჩს გამოტოვებს
მიუნხენის ბაიერნის ოფიციალური საიტის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის ესპანელი ნახევარმცველი ხაბი ალონსო, მიღებული ტრავმის გამო, ჰამბურგთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. ვეტერან ფეხბურთელს კუნთების პრობლემა აქვს და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების გამო, ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ალონსომ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღოს.

"ალონსომ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ თავის მაქსიმუმი არ უჩვენებია. ჩვენ არ გვსურს ზედმეტი რისკი გავწიოთ, მითუმეტეს როდესაც სათადარიგო სკამი ამის საშუალებას გვაძლევს", - განაცხადა მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ.

აღსანიშნავია, რომ ჰამბურგთან შეხვედრას ასევე გამოტოვებს, მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში განაახლა, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერჯერობით ოპტიმალური ფორმიდან შორს იმყოფება. რაც შეეხება, "ბავარიელთა" შემტევ ნახევარმცველს, ფრანკ რიბერის იგი მწყობრშია და ჰამბურგთან გასამართ დაპირისპირებაში, განაცხადში მოხვდა.

შეგახსენებთ, ბუნდესლიგის 22-ე ტურის ეგიდით გასამართი მატჩი, მიუნხენის ბაიერნსა და ჰამბურგს შორის, დღეს თბილისის დროით 18:30 საათზე, "ალიანც არენაზე" გაიმართება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.