» » "მფრინავი ჰოლანდიელი" მე-7 პოზიციას იკავებს

"მფრინავი ჰოლანდიელი" მე-7 პოზიციას იკავებს

26-02-2017, 16:12 -ss- სიახლეები 0

მიუნხენის ბაიერნის ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი, არიენ რობენი "რეკორდმაისტერი"-ს ყველა დროის ბომბარდირთა დავაში, მეშვიდე პოზიციაზე დაწინაურდა.

შაბათს, 25 თებერვალს ალიანც არენაზე, ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ 22-ე ტურში, მიუნხენის ბაიერნმა ჰამბურგს, რვა უპასუხო გოლი გაუტანა. ხსენებულ შეხვედრაში, ჰოლანდიელი ვინგერის მიერ გატანილი გოლი, რიგით 125-ე აღმოჩნდა. ამ მაჩვენებელით რობენი კლაუდიო პიზაროს გაუთანაბრდა და მიუნხენის ბაიერნის, ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა.

გარდა ამისა, ჰამბურგთან გატანილი გოლით არიენ რობენი, მე-2 ადგილს იმყარებს "ბავარიის", ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერ ბომბარდირთა სიაშიც. აღნიშნული შედეგით იგი მხოლოდ ბრაზილიელ ჯოვანი ელბერს ჩამორჩება, რომელსაც 140 გოლი აქვს გატანილი, გერმანული გრანდის მაისურით.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ ბომბარდირთა დავას, სათავეში მიუნხენის ბაიერნისა და გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, გერდ მიულერი უდგას. 573 შეხვედრაში 525 გატანილი გოლით, მიულერი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია "ბაიერნის" ისტორიაში.

2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.