» » მიულერი: გოლი ერთადერთი მიზანი არ არის

მიულერი: გოლი ერთადერთი მიზანი არ არის

26-02-2017, 22:42 -ss- სიახლეები 0

მიულერი: გოლი ერთადერთი მიზანი არ არის
გერმანიის ფეხბურთის ასოციაცია საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მიუნხენის ბაიერნის შემტევი ნახევარმცველის, თომას მიულერის კომენტარს აქვეყნებს. 27 წლის ფეხბურთელის თქმით, მისთვის გოლი და საგოლე გადაცემა თანაბარმნიშვნელოვანია, რაც ჰამბურგთან გამართულ დაპირისპირებაში, კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

"ალაბას მისამართით, ჩემი მხრიდან განხორციელებული გადაცემა, ნათელი დასტურია იმისა, რომ ჩემთვის გოლი ერთადერთ მიზანს არ წარმოადგენს. აღნიშნულ მომენტში, მე თავისუფლად შემეძლო თვითონაც გამეტანა, მაგრამ ბურთი დავიდის მისამართით გავგზავნე და კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ საგოლე გადაცემა ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თვით გატანილი გოლი." -ციტირებს მიულერის სიტყვებს გერმანიის ფეხბურთის ასოციაცია.

მიუნხენის ბაიერნსა და ჰამბურგს შორის გამართულ შეხვედრაში, რომელიც სტუმართა გუნდის სრული განადგურებით, ანგარიშით 8-0 დასრულდა, თომას მიულერმა შესანიშნავი თამაშით გამოიჩინა თავი.

"დღეს მიულერი საკვანძო მოთამაშე იყო, შემიძლია ცალსახად განვაცხადო რომ იგი საუკეთესო იყო მოედანზე. თომასი პრაქტიკულად ყველა შეტევაში მონაწილეობდა "- განაცხადა მიუნხენის ბაიერნის იტალიელმა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ, ჟურნალისტებთან მატჩის შემდგომ მიცემულ ინტრევიუში.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე თომას მიულერმა, მიუნხენის ბაიერნის მაისურით, 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა განახორციელა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.