» » სერჟიო: ჩემთვის რიბერი საუკეთესოა

სერჟიო: ჩემთვის რიბერი საუკეთესოა

27-თებ-2017, 15:19
0326
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ფეხბურთელმა, ბრაზილიელმა პაულო სერჟიომ, ბავარიულ ინტერნეტ-გამოცემა Tageszeitung-თან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერი"-ს ფრანგი შემტევი ნახევარმცველის, ფრანკ რიბერის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 33 წლის ვინგერის ღირსეულ შემცვლელზე საუბარი, ჯერჯერობით ნაადრევია.

"რთული სათქმელია, რამდენად მოახერხებს დუგლას კოშტა, რიბერის ღირსეულ ჩანაცვლებას. ჩემი აზრით მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. კოშტა შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ჩემთვის რიბერი საუკეთესოა. მალე 10 წელი შესრულდება, რაც ფრანგი ბაიერნის შემადგენლობაში ასპარეზობს. რობენი 8 წელია, რაც მიუნხენური კლუბის ღირსებას იცავს. ამ ორივე ფეხბურთელს ევროპული საფეხბურთო მენატლიტეტი აქვს, სწორედ ამის დამსახურებით მიაღწიეს მათ ამდენს ბაიერნის რიგებში. ამის გათვალისწინებით, კოშტას გაუჭირდება მათი ღირსეული შეცვლა, მას რა თქმა უნდა, საამისო პოტენციალი გააჩნია, თუმცა ამისათვის გარკვეული დროა საჭირო", - აღნიშნა 47 წლის ექს-ბავარიელმა.

პაულო სერჟიო, მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში 1999-2002 წლებში ირიცხებოდა. კლუბში გატარებული პერიოდი, მისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა, ბავარიელმა შემტევმა, სწორედ მიუნხენის ბაიერნთან ერთად მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა ბუნდესლიგის ორგზის გამარჯვებული და პოკალის თასის მფლობელი გახლავთ.

პაულო სერჟიო დუგლას კოშტა ფრანკ რიბერი

2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..