» » ბავარიელთა სათამაშო განრიგი (მარტი)

ბავარიელთა სათამაშო განრიგი (მარტი)

1-03-2017, 19:35 LEV4NI მიმოხილვა 0

ბავარიელთა სათამაშო განრიგი (მარტი)
2016/17 წლების საფეხბურთო სეზონი ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედის, წარმატებული თებერვლის შემდეგ მომდევნო სათამაშო თვე მარტია რომელშიც ბავარიული კლუბი რამდენიმე საინტერესო შეხვედრას გამართავს.

უპირველესად კი უნდა ავღნიშნოთ რეკორდმაისტერის წარმატებული თამაში თებერვლის თვეში, ამ პერიოდში კლუბმა ტრადიციულად კარგად იასპარეზა და ჩატარებული 6 მატჩიდან 4 მოიგო, 2 კი ფრედ ითამაშა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კლუბის მიერ ჩატარებული ორი მატჩი ლონდონის არსენალისა და ჰამბურგის წინააღმდეგ, ჯერ იყო და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ დაპირისპირებაში ბავარიამ ალიანს არენაზე ანგარიშით 5:1 იმარჯვა, ხოლო მეორე შემთხვევაში კი ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მეტოქე ანგარიშით 8:0 გაანადგურა.

მარტში კი როგორც ზემოთ ავღნიშნეთ კლუბი რამდენიმე საინტერესო დაპირისპირებას გამართავს, ბაიერნი იასპარეზებს როგორც პოკალისა და ბუნდესლიგის ისე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, გერმანიის თასზე კლუბი დაპირისპირებას დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე გელზენკირხენის შალკეს წინააღმდეგ გამართავს, რასაც მოჰყვება ბუნდესლიგაში გასამართი მატჩი კიოლნის წინააღმდეგ.

7 მარტს კი ფეხბურთის გულშემატკივრები უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ დაპირისპირებას მიადევნებენ თვალ-ყურს რომელშიც მიუნხენელები ბრიტანეთის დედაქალაქს ეწვევიან და ემირეით არენაზე არსენ ვენგერის მიერ დამოძღვრილ გუნდს დაუპირისპირდებიან.

„მეთოფეებთან“ გასამართი მატჩის შემდეგ კი კლუბი დარჩენილ 2 მატჩს ბუნდესლიგის ეგიდით ჩაატარებს, 11 მარტს კლუბი ფრანკფურტის აინტრახტს შეხვდება, ერთი კვირის შემდეგ კი კარლო ანჩელოტის გუნდი დიტერ ჰეკინგის გლადბახს დაუპირისპირდება.

მარტის სათამაშო განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:

01.03.2017: მიუნხენის ბაიერნი - შალკე 04 (გერმანიის თასი)
04.03.2017: კიოლნი - მიუნხენის ბაიერნი (ბუნდესლიგა)
07.03.2017: ლონდონის არსენალი - მიუნხენის ბაიერნი (ჩემპიონთა ლიგა)
11.03.2017: მიუნხენის ბაიერნი - ფრანკფურტის აინტრახტი (ბუნდესლიგა)
19.03.2017: მენხენგლადბახის ბორუსია - მიუნხენის ბაიერნი (ბუნდესლიგა)
3
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.