» » მათს ჰუმელსმა ტრავმა მიიღო

მათს ჰუმელსმა ტრავმა მიიღო

2-03-2017, 13:35 dachi8 სიახლეები 0

მათს ჰუმელსმა ტრავმა მიიღო
“ბაიერნის“ ცენტრალური მცველის მათს ჰუმელსის მონაწილეობა ბუნდესლიგი 23-ე ტურში „კიოლნის“ წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშაა, იუწყება ინტერნეტ-გამოცემა Sport1.

მათსმა გერმანიის თასის ¼ ფინალის მატჩში „შალკე 04“-ის წინააღმდეგ, რომელიც რეკორდმაისტერის გამარკვებით 3:0 ანგარიშით დასრულდა ტრავმა მიიღო.

პირველი ტამის მიმდინარეობისას გერმანელმა მცველმა ბარძაყის არეში ტკივილი იგრძნო და შესვენებაზე შეცვლილი იქნა.

„ალბათ რამოდენიმე დღე დამჭირდება მწყობრში ჩასადგომად“, - განაცხადა ამასთან დაკავშირებით ჰუმელსმა.

შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერს 4 მარტს ბუნდესლიგის 23-ე ტურში „კიოლნთან“ მოუწევს დაპირისპირება და ცენტრალური მცველებიდან კარლო ანჩელოტის მხოლოდ ხავი მარტინესის გამოყენება შეუძლია. ჟერომ ბოატენგი კი რომელმაც მხარზე ოპერაცია გადაიტანა ჯერ კიდევ დეკემბერში, გამოჯანმრთელების პროცესშია, მართალია მან რამოდენიმე ვარჯიში ჩაატარა ჯგუფთან ერთად, მაგრამ ჯერ კიდევ მზად არაა სათამაშოდ.

სავარაუდოდ იტალიელ სპეციალისტს მოუწევს „კიოლნთან“ დაპირისპირებისას ხავი მარტინესს ავსტრიელი განაპირა მცველი დავიდ ალაბა შეუწყვილოს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.