Bild: ჰუმელსი კონფედერაციის თასის გათამაშებაზე საუბრობს » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » Bild: ჰუმელსი კონფედერაციის თასის გათამაშებაზე საუბრობს

Bild: ჰუმელსი კონფედერაციის თასის გათამაშებაზე საუბრობს

2-03-2017, 22:59 -ss- სიახლეები 0

Bild: ჰუმელსი კონფედერაციის თასის გათამაშებაზე საუბრობს
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა მცველმა მატს ჰუმელსმა, ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, მოახლოებულ კონფედერაციის თასის ტურნირზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდება, თუ მას დასვენების საშუალებას მისცემს და აღნიშნულ ტურნირზე არ გამოიძახებს.

"შემიძლია ვთქვა, რომ კონფედერაციის თასის გათამაშება ჩემში ძლიერ ინტერესს არ იწვევს. მე გაგებით მოვეკიდები, იოახიმ ლიოვის გადაწყვეტლებას, თუ იგი იმ ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას მისცემს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში, სხვადასხვა ტურნირზე ასპარეზობენ და საკმაოდ დიდი რაოდენობით შეხვედრებს მართავენ. თუ მთავარი მწვრთნელი არ გამომიძახებს, გულდაწყვეტილი ნამდვილად არ დავრჩები".

"სიმართლე გითხრათ, აქამდე არასდროს მიდევნებია თვალი, აღნიშნული ტურნირისათვის, ეს ჩემთვის უბრალოდ არასაინტერესოა. კონფედერაციის თასის გათამაშება, შესაძლოა ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის იყოს სასარგებლო , თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება", -განაცხადა "ბავარიელმა" უკანა ხაზელმა.

შეგახსენებთ, ზემოაღნიშნული ტურნირი, ამაწლის 17 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციაში გაიმართება. ტურნირში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. რუსეთი, გერმანია, ავსტრალია, ჩილე, მექსიკა, ახალი ზელანდია, პორტუგალია და კამერონი. ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომელთა საფეხბურთო ნაკრებებიც, ხსენებული თასის მოპოვებისათვის, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.