» » ციფრები და ფაქტები "არსენალთან" მატჩის წინ

ციფრები და ფაქტები "არსენალთან" მატჩის წინ

6-03-2017, 22:56
0127
მიუნხენში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ (5:1) „ბავარია“ ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალშია. რეკორდმაისტერი მეექვსედ ემზადება შევიდეს ევროპის 8 საუკეთესო კლუბში. არც ერთ სხვა კლუბს არ მოუხერხებია ეს ასე ხშირად. fcbayern.com ლონდონის „არსენალთან“ საპასუხო მატჩის წინ ციფრებსა და ფაქტებს წარმოგვიდგენს.

ანჩელოტი კვალდაკვალ მიყვება ფერგიუსონს

„ბავარიის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი სამშაბათს საღამოს შესაძლოა მე-11-ედ გავიდეს ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში. მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონს აქვს მოხერხებული ეს უფრო მეტჯერ (12-ჯერ). თუმცა, ფერგიუსონმა ეს მხოლოდ 1 კლუბთან - „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად მოახერხა, მაშინ როდესაც „ბავარია“ ანჩელოტისათვის მე-6 კლუბი გახდება, რომელსაც იტალიელი ¼ ფინალში გაიყვანს.

დამაჯერებელი სერია „არსენალთან“ ფლეი-ოფებში

მიუნხენში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ „ბავარია“ – „არსენალის“ მე-4 დუელშიც წინ კვლავ „ბაიერნი“ გავა.

„ბავარია“ და „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალში ერმანეთთან დაპირისპირების ისტორიით რეკორდსმენები არიან. „ბავარიის“ სტატისტიკა ამ შეხვედრებში ასე გამოიყურება: 6 მოგება, 2 ფრე და 3 წაგება. საერთო ანგარიში - 22:12-ზე.

დადებითი სტატისტიკა ინგლისურ კლუბებთან

უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირში „ბავარია“ 51-ედ დაუპირისპირდება ინგლისურ კლუბს. ამ თამაშებში რეკორდმაისტერმა 20 გამარჯვება მოიპოვა, 16-ჯერ ფრედ ითამაშა და 14-ჯერ მარცხი განიცადა. თუმცა, „არსენალსაც“ დადებითი სტატისტიკა გააჩნია გერმანულ კლუბებთან: 16 გამარჯვება, 6 ფრე და 13 წაგება.

უკანასკნელი მოგება ფლეი-ოფებში „არსენალთან“

„ბავარიას“ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის გასვლით თამაშებში უკვე 8 მატჩია რაც არ მოუგია. წინა შეხვედრებში რეკორდმაისტერმა 4 მარცხი განიცადა და 4-ჯერ ფრედ ითამაშა. უკანასკნელად „ბავარიამ“ „არსენალს“ გასვლით მატჩში 2014 წელს მოუგო 1/8 ფინალში ანგარიშით - 2:0.

ბერძენი სიდიროპულოსი სასტვენთან

მატჩს ბერძენი მსაჯი ტასოს სიდიროპულოსი განსჯის, 37 წლის არბიტრისათვის ეს 1-ლი მატჩი იქნება „ბავარიის“ მონაწილეობით.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..