» » ბოატენგი: "თავს ძალიან კარგად ვგრძნობ"

ბოატენგი: "თავს ძალიან კარგად ვგრძნობ"

8-03-2017, 02:32 dachi8 სიახლეები 0

ბოატენგი:
იმ დროს, როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გაემგზავრა ლონდონში, ფილიპ ლამს და ჟერომ ბოატენგს მიუნხენში მთლიანი ზაბენერ შტრასე დარჩათ განკარგულებაში. სამშაბათს ორივე ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა. ჟერომ ბოატენგი ტრავმის შემდეგ პრაქტიკულად გამოჯანმრთელდა და ამ მომენტისათვის რეაბილიტაციის პროცესს ასრულებს.

„რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა ტრავმირებული იყო ამდენი ხანი“, - განაცხადა გერმანიის წლის ფეხბურთელმა. ის გუნდის ბოლო დროინდელ წარმატებებს სიხარულით და სევდით ადევნებდა თვალყურს. „მოხარული ვარ, რომ გუნდს ასე კარგად მისდის საქმე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ვთამაშობდე და გუნდს ვეხმარებოდე წარმატების მიღწევაში“.

უკვე ძალიან მალე ბოატენგი მინდორზე დაბრუნებას შეძლებს. წინა პარასკევიდან მოყოლებული გერმანელი მცველი საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს, კარლო ანჩელოტიმ კი განაცხადა, რომ „აინტრახტთან“ მოახლოებულ მატჩზე ცენტრალური მცველი შესაძლოა განაცხადშიც მოხვდეს. „თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვიმედოვნებ, რომ მომავალ მატჩში შემადგენლობაში მოვხვდები“, - განაცხადა რეკორდმაისტერის მცველმა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.