» » მიულერი: ფეხბურთი ცირკს არ უნდა დაემსგავსოს

მიულერი: ფეხბურთი ცირკს არ უნდა დაემსგავსოს

10-03-2017, 16:06 dachi8 ინტერვიუ 0

მიულერი: ფეხბურთი ცირკს არ უნდა დაემსგავსოს
„ბავარიის“ თავდამსხმელმა თომას მიულერმა გერმანულ ჟურნალ GQ-თან ინტერვიუში რამოდენიმე საკითხზე, გასახდელში კამერების დამონტაჟებაზე, ფეხბურთის წესებში შესაძლო ცვლილბებზე და გუნდში თავის ამჟამინდელ მდომარეობაზე ისაუბრა.

თომას მიულერი თავის უჩვეულოდ სუსტ სეზონზე:

„რა თქმა უნდა, თავს 100 პროცენტით კომფორტულად არ ვგრძნობ როდესაც რაღაც არ გამომდის, მაგრამ ამაზე არ განვიცდი და არ ვნერვიულობ. საჭიროა მთავარზე შეინარჩუნო კონცენტრაცია. წარუმატებლობა მხოლოდ უფრო ძლიერს გხდის“.

„უბრალოდ ახალი გამოწვევა მჭირდება, კონკურენცია. ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს. გამარჯვება მსურს და როდესაც ვატყობ, რომ ჩემი კონკურენტი ისეთივე კარგია ან ჩემზე უკეთესიც კი, ეს უფრო მეტად მომწონს“.

თომას მიულერი გასახდელში ვიდეო-კამერებზე:

„ეს ჩემთვის მეტისმეტია. სანამ კამერებს გასახდელში დაკიდებენ, მანამდე კარიერის დასრულება მსურს. გასახდელში კამერების ადგილი არაა. გუნდი იქ თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ის რაც იქ ხდება ეს არავის არ ეხება. ჩემი თვალსაზრისით ეს დახურული ტერიტორიაა“.

შესაძლო ცვლილებებზე ფეხბურთის წესებში (ოფსაიდების გაუქმება, პენალტების სერიის დანიშვნა 90 წუთის დამთავრებისთანავე, საჯარიმო დრო ყვითელი ბარათების მაგივრად):

„შესაძლოა აქედან რომელიღაც მაყურებლისათვის მოსაწონი იყოს. მე იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც ცვლილებების წინააღმდეგნი არიან. ყოველთვის მოიძებნება იდეა, რომელიც თამაშს უფრო მეტად საინტერესოს გახდის, თუმცა ფეხბურთი ცირკს არ უნდა დაემსგავსოს“ - აღნიშნა გერმანელმა.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..