» » კომენტარები: ბაიერნი 3 - 0 აინტრახტი

კომენტარები: ბაიერნი 3 - 0 აინტრახტი

12-03-2017, 01:37 dachi8 მიმოხილვა 0

კომენტარები: ბაიერნი 3 - 0 აინტრახტი
“ბავარია“ მოგებათა სერიას აგრძელებს. შაბათს საღამოს მიუნხენელებმა დამაჯერებლად ფრანკფურტის „აინტრახტს“ მოუგეს. „ჩვენთვის დღე კარგად აეწყო, განსაკუთრებით სხვა მატჩების გათვალისწინებით“, - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ 10 ქულიანი სხვაობის შესახებ მე-2 ადგილოსანთან. თუმცა მიზეზებიც გამონახა კრიტიკისათვის.
.
მატჩისშემდგომი კომენტარები:

კარლო ანჩელოტი: „ჩვენთვის დღე კარგად აეწყო, განსაკუთრებით სხვა მატჩების გათვალისწინებით. მაგრამ პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა. „აინტრახტი“ ჩვენზე კარგად თამაშობდა. სიმართლე რომ ითქვას ისინი არ იმსახურებდნენ 0:2 ანგარიშს შესვენებისთვის. მე-2 ტაიმში ჩვენ უკეთესად გამოვიყურებოდით და კარგად ვაკონტროლებდით თამაშს. ახლა ჩვენ მარაგში სოლიდური სხვაობა გვაქვს, მაგრამ ფოკუსირებულნი უნდა დავრჩეთ, წინ კიდევ ბევრი მატჩი გველის“.

მანუელ ნოიერი: „ფრანკფურტის ფეხბურთელები აგრესიულები იყვნენ, ამიტომ მატჩის დასაწყისში პრობლემები გვქონდა. რამოდენიმეჯერ შეცდომები დავუშვით კონცენტრაციის ნაკლებობის გამო. ამის გამო „აინტრახტმა“ რამოდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა ჩვენს კართან. თუმცა მატჩის მსვლელობაშივე მოვუმატეთ. მე-2 ტაიმში ძლიერი თამაში ვაჩვენეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ“.

თომას მიულერი: „მატჩის დასაწყისი რთული გამოვიდა. პირველი 30 წუთი არასაკმარისად კონცენტრირებულნი ვიყავით და ბევრ შეცდომას ვუშვებდით. „აინტრახტი“ თავს მაღლა იცავდა და შეცდომებს გვაშვებინებდა. თუმცა მათ ვერ შეძლეს გამოეყენებინათ თავიანთი მომენტები და ჩვენ საბოლოო ჯამში ჩვენი კლასის დამსახურებით გავიმარჯვეთ“.

ნიკო კოვაჩი („აინტრახტის“ მთავარი მწვრთნელი): „37 წუთის განმავლობაში ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობდით და „ბავარიას“ პრობლემები შევუქმენით. მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერ მოვახერხეთ. თუ მიუნხენში შენ მომენტებს რეალიზაციაში ვერ მოიყვან არ უნდა გაგიკვირდეს თუ „ბავარია“ გაგიტანს. ამის მიუხედავად, ამ მატჩიდან ბევრი დადებითი მომენტების მიღება შეგვიძლია“.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.